26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

 

Loading…

♈ ვერძი კარგი დღეა შოპინგისთვის, გაიყოლეთ ნათესავი ან მეგობარი. შეიძინეთ საჩუქრები. საღამოს წიგნი წაიკითხეთ და ბავშვებთან ერთად სამაგიდო თამაშით გაერთეთ.

♉ კურო – კარგი დღეა შეხვედრებისთვის. მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

♊ ტყუპი -დაისვენეთ, გამოიძინეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

♋ კირჩხიბი ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფების აზრს. აკეთეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნო და მისაღებია. საღამოს მეგობრები განმარტოების საშუალებას არ მოგცემენ.

♌ ლომი – გარშემო იმდენი გასართობი და სასიამოვნო ამბავი ხდება; ნუ დარჩებით სახლში. აიყოლიეთ მეგობრები და ქალაქში გაისეირნეთ, შოპინგი მოიწყვეთ.

♍ ქალწული -გამონახეთ დრო და მოინახულეთ ნათესავები. მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ნიჭი; მოაგვარეთ საოჯახო საკითხები.

♎ სასწორი -საინტერესო შემოთავაზებების დღე გელით. მოერიდეთ ავანტიურას. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.


 

♏ მორიელი -დაისვენეთ, გამოიძინეთ. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. ოჯახის წევრებისთვის გემრიელობები შეიძინეთ.

♐ მშვილდოსანი -სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. ყურადღება გმართებთ დეტალებისა და ინფორმაციებისადმი. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად.

♑ თხის რქა -მეტი მოთმინება გმართებთ ახლობლების მიმართ. მათი ჭირვეულობა უნდა აიტანოთ. მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ.

.

♒ მერწყული -დილიდან პოზიტიური ემოციებით დაიმუხტეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

♓ თევზები -გარშემო მყოფებისგან მზრუნველობასა და სიყვარულს იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

Loading…