გაიქრეთ სახსრების ტკივილი 2 კვირაში – რეცეპტი, რომელიც სწრაფად კურნავს

Loading...

ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ბევრი ჩვენგანი 25 წლის ასაკიდან სახსრების ტკივილს განიცდის. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვებით, მოტეხილობებით, მძიმე სამუშაოთი, რევმატიზმით, ართრიტით და სხვა ფაქტორებით.

თუ გაქვთ სურვილი გათავისუფლდეთ ამ ავდმყოფობისგან მედიკამენტების მიღების გარეშე, ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ ერთ საშუალებას. ეს რეცეპტი ძველი სამედიცინო წიგნიდანაა ამოღებული და საუკუნეების მანძილზე გამოცდილი. მის მომზადებას მარტივად შეძლებთ. შედეგად მიიღებთ კრემისებულ მასას, რომელსაც ბევრი უპირატესობა გააჩნია.

ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

თაფლი – 2 ს.კ.
მდოგვი – 1 ჩ.კ.
ზღვის მარილი – ½ ჩ.კ.
საკვები სოდა – 1 ს.კ.

მომზადებისა და მოხმარების წესი:

აიღეთ 2 ს.კ. თაფლი და დაუმატეთ 1 ს.კ. საკვები სოდა. ინგრედიენტების ასარევად გამოიყენეთ ხის კოვზი და დაუმატეთ 1 ჩ.კ. ცხელი მდოგვი. ბოლოს ჩაყარეთ ½ ჩ.კ. ზღვის მარილი და კარგად ურიეთ სანამ ერთგვაროვან კრემისებურ მასას არ მიიღებთ. მიღებული კრემი სხეულის მტკივნეულ ადგილებზე წაისვით და პოლიეთილენის პარკით გადაიხვიეთ. სახვევი კარგად დააფიქსირეთ. გაიჩერეთ სულ ცოტა 2 საათის მანძილზე. ასევე შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით კი თბილი წყლით დაიბანეთ.
ჩაიტარეთ აღნიშნული პროცედურა ყოველ ღამე 2 კვირის მანძილზე, რათა სამუდამოდ გათავისუფლდეთ ტკივილებისგან.

Loading...

Загрузка...

მსგავსი სტატიები