ერნესტ ჰემინგუეის 10 ბრძნული ციტატა ცხოვრების შესახებ

American writer Ernest Hemingway.

ერნესტ ჰემინგუეის საფლავზე წერია: „ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა შემოდგომა – შემოდგომის ყვითელი, თბილი, მდინარეზე მოცურავე ფოთლები, ზევით კი, ლურჯი, უქარო ცა. ახლა იგი, სამუდამოდ, ამ ყველაფრის ნაწილი იქნება.“

1. ნურასდროს დაეცემით სულიერად. ეს ჩემი წარმატების საიდუმლოა. არასოდეს დაეცე სულიერად ხალხის თანდასწრებით.

2. იმოგზაურე მხოლოდ იმასთან ერთად, ვინც გიყვარს.

loading...

3. ნუ იმსჯელებთ ადამიანზე მხოლოდ მისი მეგობრების მიხედვით. გახსოვდეთ, იუდას უზადო მეგობრები ჰყავდა.

4. საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეიძლება თუ არა ვინმეს ნდობა, მისდამი ნდობაა.

5. ყველა არსებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი, თუმცა, სწორედ მას აქვს ამისათვის ყველაზე ნაკლები მიზეზი.

6. ინტელიგენტი ადამიანი ზოგჯერ იმის გამო თვრება, რომ დრო თავის სისულელესთან ერთად გაატაროს.

7. ადამიანი არაა შექმნილი მარცხისთვის. შესაძლებელია ადამიანის განადგურება, მაგრამ შეუძლებელია მისი დამარცხება.

8. ნამდვილად მამაც ადამიანს არ სჭირდება დუელი, მაგრამ მას ხშირად მშიშრები მართავენ, იმისათვის, რომ საკუთარი თავი თავისსავე სიმამაცეში დაარწმუნონ.

9. ყველა კარგი წიგნი ერთმანეთს ჰგავს: ისინი ცხოვრებაზე უფრო ჭეშმარიტია.

10. ბედნიერება – ეს ძლიერი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერებაა.

loading...

მსგავსი სტატიები