რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე?

loading...

აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ უსურვებს ადამიანს ისეთ საშინელ უბედურებას, როგორც მისი აზრები.

ემილ კუემ, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა დამწყები ფსიქოლოგი იყო, პარიზის ერთერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩაატარა ექსპერიმენტი. კვლევის არსი მარტივი იყო. ავადმყოფებს დღეში სამჯერ გონებაში გააზრებულად უნდა გაემეორებინათ 10-ჯერ ფრაზა: “ყოველ დღე მე სულ უფრო უკეთესად ვგრძნობ თავს!”

ერთი თვის შემდეგ კუეს პაციენტები მთელი საავადმყოფოს განხილვის საგანი გახდნენ. ცოტა ხანში კი მათზე მთელი საფრანგეთი ალაპარაკდა. მძიმედ დაავადებული პაციენტები ერთ თვეში სრულად გამოჯანმრთელდნენ.

მოცემულმა ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უდიდესი მეცნიერის პარაცელსის აზრი, რომელიც ამტკიცებდა რომ რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს აზროვნებაზე. ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია.

“ნეგატიური აზრები ანადგურებს. მაგალითად, სიბრაზე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს, წყენა – დროთა განმავლობაში იწვევს ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებს და ასევე ქოლეცისტიტს.”

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კანონის თანახმად – სიყვარულის, სიმპატიის და აღფრთოვანების სიტყვიერი გამოხატვა აძლიერებს იმ ადამიანის სიცოცხლის ენერგიას, ვისკენაცაა მიმართული. ხოლო ბოროტი სიტყვები – მსმენელის ენერგიას ზიანს აყენებს და ასუსტებს.

დაავადებათა საერთო რაოდენობა, რომელიც ცუდ აზრებს უკავშირდება, მუდმივად იზრდება. იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ბრძენი ხალხის რჩევას უნდა მივყვეთ – ცხოვრებით გავიხაროთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ის.

გაითავისეთ ამერიკელი კარდიოლოგის რობერტ ელიოტის ორი ოქროს წესი, რომელიც ინფარქტებისა და გულის უკმარისობის პროფილაქტიკის აღიარებული სპეციალისტია.

პირველი წესი: წვრილმანების გამო არ განაწყენდეთ.

მეორე წესი: ყველაფერი წვრილმანია.

loading...

მსგავსი სტატიები