როგორ ვისწავლოთ კრიტიკის მიღება

People pointing at businessman, close-up (blue tone, grainy)

წარმატების მიღწევის შემდეგ შექება ყველა ადამიანს სიამოვნებს, თუმცა წარუმატებლობის და მარცხის დროს კრიტიკის მიღება დიდ ნიჭთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული. ძალიან ცოტას თუ შეუძლია გარშემომყოფთა აზრის მოსმენა და გათვალისწინება. არადა დამსახურებული კრიტიკა განვითარების უცილობელი გარანტია. გთავაზობთ ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ ნებისმიერი კრიტიკა.

სასარგებლო კრიტიკას კონსტრუქტიული კრიტიკა ეწოდება. ამ დროს კრიტიკოსი არა პიროვნებას, არამედ მის კონკრეტულ მოქმედებას აკრიტიკებს. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მისი მოქმედებების კონტროლი და სხვისი ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ გირჩევთ, სანამ კრიტიკოსს თავიდან მოიცილებთ, გაიაზრეთ, იქნებ სასარგებლო რჩევას იძლევა. თუ აღმოაჩენთ, რომ კრიტიკოსი ცდილობს თქვენს დახმარებას, გირჩევთ მოუსმინოთ.

კრიტიკულ შენიშვნებზე მყისიერი რეაგირება უარყოფით გავლენას მოახდეს თქვენზე. გირჩევთ დაფიქრდეთ, ყველაფერი ცივი გონებით შეაფასოთ და შემდეგ იმოქმედოთ. ხშირად კრიტიკისას ადამიანი ნერვიულდება და თავს ვერ აკონტროლებს. მსგავსმა სიტუაციამ შეილება ძალიან ბევრი ზიანი მოგიტანოთ.

loading...

თუ უსაფუძვლოდ გაკრიტიკებენ, გირჩევთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი. კვლევებმა აჩვენა, რომ კრიტიკის დროს თავის შეკავება აკაჟებს ხასიათს, გხდით უფრო ძლიერს, მომთმენს და თავშეკავებულს. არ დაგავიწყდეთ, კრიტიკა ხშირად შურიდან მომდინარეობს. ხოდა თუ თქვენი შურთ, გამოდის, რომ მათზე უკეთესი ხართ.

loading...

მსგავსი სტატიები