6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 

Loading…

♈ ვერძი -საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს. კარგი დღეა შოპინგისა და იმიჯის შესაცვლელად. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
♉ კურო – გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსთან. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
♊ ტყუპი -ნოსტალგიური განწყობის გამო ნუ გადადებთ სამსახურის საქმეების, საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

♋ კირჩხიბი -გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. მათი დახმარებით სასურველს მიაღწევთ. ამიტომ არ იზარმაცოთ და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

♌ ლომი – დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა მთელი დღე ენერგიულად გაატაროთ. ახლი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით.

♍ ქალწული – ნუ შექმნით პრობლემებს. ყველაფერი კარგადაა, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. უფროსი შეგაქებთ; ოჯახის წევრებისა და კოლეგების მხარდაჭერის იმედიც გქონდეთ.

♎ სასწორი – ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, თუ კარგ განწყობაზე იქნებით და მეტ დროს გაატარებთ სუფთა ჰაერზე. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს.
 
♏ მორიელი -ყველა საქმეს და ვალდებულებას ადვილად გაართმევთ თავს. ფორტუნა გწყალობთ და სირთულეები არ გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ მათ ოჯახური დღესასწაული.

♐ მშვილდოსანი -მეგობრული და პოზიტიური ხართ. გარშემო მყოფები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. ეცადეთ, ფორმაში იყოთ.

♑ თხის რქა – საინტერესო დღე გელით. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. იყავით გარშემო მყოფების მადლიერი, მიართვით საჩქურები. საყვარელი ადამიანის მიმართ – მეტად მზრუნველი.

.

♒ მერწყული -დასამახსოვრებელი დღე გელით. საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს; ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით გულწრფელი, გულახდილად ესაუბრეთ. მეტ დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.
♓ თევზები -კეთილი, მშვიდი დღე გელით. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად გულახდილი, გაუმხილეთ საკუთარი სურვილები.

Loading…