თქვენი შვილები ვეღარ შეძლებენ ამ ზღაპრების გარეშე ძილს

Loading...

ბავშვისთვის ძილის წინ წიგნის წაკითხვა ერთ-ერთი ბედნიერი მომენტია მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში. ეს არის საუკეთესო საშუალება შვილთან ერთად გადადგათ ნაბიჯი სასწაულებით აღსავსე და საოცარი სამყაროსკენ. ასევე, აღნიშნული გეხმარებათ ბავშვს გაუღვივოთ ლიტერატურის მადა ადრეულ ასაკშივე.

გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე წიგნი, რომლებიც საუკეთესოა ძილის წინ წასაკითხად:

 

book_52cfbd9093735

ვინი პუჰი – ალან ალექსანდერ მილნი

”ვინი პუჰი” საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული.

მილნმა ისტორია დათვზე მისი ვაჟიშვილის, კრისტოფერ რობინისთვის დაწერა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს წიგნი მთელს მსოფლიოში გახდებოდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ წიგნი თითმის 100 წლისაა, ის არასდროს კარგავს სიყვარულს ბავშვებში.

 

 

 

Untitled-7

პიტერ პენი – ჯეიმზ ბარი

პიტერ პენი — შოტლანდიელ მწერალ და დრამატურგ ჯეიმზ ბარის მიერ გამოგონილი პერსონაჟი. ონავარი ბიჭუნა, რომელსაც შეუძლია ფრენა და რომელიც არასოდეს ბერდება. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა დაკარგულ ბიჭუნებთან ერთად, კუნძულ ნევერლენდზე. მეგობრობდა ქალთევზებთან, ინდიელებთან, ფერიებთან, ებრძოდა მეკობრეებს და სტუმრობდა ბავშვებს, რომლებიც ნევერლენდის მიღმა მდებარე სამყაროში ცხოვრობდნენ. გარდა ბარის ნაწარმოებისა, იგი ასევე ფიგურირებს არაერთ მედია საშუალებაში. ცნობილია მის შესახებ უოლტ დისნეის სტუდიის 1953 წლის ანიმაციური ფილმი.

 

 

 

 

da5c9d1768990674fdd92cca49485349

პეპი გრძელი წინდა – ასტრიდ ლინდგრენი

პეპი – მსოფლიოს ხალხთა ბავშვების უსაყვარლესი წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას თავგადასავლების შესახებ. წიგნი განკუთვნილია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

4130

ზღაპრები – ჰანს ქრისტიან ანდერსენი

ჰანს ქრისტიან ანდერსენი ერთი პატარა დანიური ქალაქის ღარიბ ოჯახში დაიბადა, თუმცა თავისი ზღაპრებით მალე მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. ვინ არ იცის მისი ზღაპრები – “მახინჯი იხვის ჭუჭული”, “მეფის ასული ცერცვის მარცვალზე”, “პატარა სირინოზი”,”თოვლის დედოფალი”, “კალის ჯარისკაცი”…
ჰანს ქრისტიან ანდერსენი იმდენად მნიშვნელოვანი საბავშვო მწერალია, რომ საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება მთელ მსოფლიოში, ლიტერატურის მოყვარულებმა სწორედ მის დაბადების დღეს, 2 აპრილს დააწესეს.

 

 

 

 

 

51CAsHD9YfL._SX334_BO1,204,203,200_

მერი პოპინსი – პამელა ტრავერსი

ისტორია ახალგაზრდა, ლამაზი და უცნაური ძიძის შესახებ, რომელიც არავინ იცის საიდან მოვიდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

411ba79d8d454012ac1f13daf13009d2

ტომ სოიერის თავგადასავალი – მარკ ტვენი

მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნი – ”ტომ სოიერის თავგადასავალი”. წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მშვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს.

 

 

 

 

 

loading...

მსგავსი სტატიები