ბობ მარლი – “სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას… დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!”

Loading...

გთავაზობთ ბობ მარლის ცხოვრებისეულ ციტატებს:

თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ ის მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ ის რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ შენ დაანებებ თავს, ის არაფრად ღირს. სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს გულს; შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად.


თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ წვიმა, მაგრა მხსნით ქოლგას, როდესაც წვიმს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მზე, მარგამ პოულობთ ჩრდილს, როდესაც მზე კაშკაშებს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ქარი, მაგრამ ხურავთ ფანჯრებს, როდესაც ქარი ქრის. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ იტყვით თუ როგორ გიყვარვართ მე…


ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ, სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას… დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!


ჩვენ არ გვაქვს განათლება, ჩვენ შთაგონება გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ განათლება მექნებოდა, ერთი დაწყევლილი სულელი ვიქნებოდი


დღეს ხალხი სიმართლის ძებნაში იტანჯება. ყველაფერი ისე სინთეზური გახდა, რომ ყველა ვისაც სურვილი აქვს, იმედსაა ჩაბღაუჭებული.


შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო. არც შენ, და ორივე თქვენგანი ვერასდროს იქნებით უნაკლო. მაგრამ თუ შეუძლია მას გაგაცინოს თუნდაც მხოლოდ ერთხელ, დაგაფიქროს ორჯერ და აღიარებს რომ ადამიანია და უშვებს შეცდომებს, დაეყრდენი მას და მიეცი ყველაფერი, რისი მიცემაც შეგიძლია. მან შეიძლება არ გაუკეთოს ციტირება ლექსებს, შეიძლება არ იფიქროს შენზე ყოველ წამს, მაგრამ ის მოგიძღვნის თავის ნაწილს, რომელზეც იცის, რომ შეგიძლია ტკივილი მიაყენო. არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში. სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის.


ცხოვრება გრძელი გზაა, ბევრი ნიშნებით. ნუ ართულებ ყველაფერს და ნუ გადაუხვევ გზიდან. გაექეცი სიძულვილს, ვნებასა და ეჭვიანობას. ნუ მოკლავ შენს ფიქრებს. შენი ოცნებები აქციე რეალობად. გაიღვიძე და იცხოვრე!


გაათავისუფლე საკუთარი თავი სხვისი აზრების ზემოქმედებისაგან. არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს თავს თავისუფლება


იცხოვრე იმ ცხოვრებით, რომელიც გიყვარს და გიყვარდეს ის ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობ


ყოველ ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.


როდესაც ერთი კარი დახურულია, იცოდე, რომ მეორე ღიაა.


ნათელ მომავალში, ვერ დაივიწყებთ წარსულს.


ნუ დაუმალავთ ბავშვებს სიმართლეს, რადგან ეს მათში უსამართლობას წარმოშობს

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები