გაბრიელ გარსია მარკესის რჩევები, რომლებიც განსაცდელში ყოფნისას გამოგვადგება

Loading...

1. უნდა დაუგდოთ ყური ბავშვის ხმას, რომელიც ოდესღაც იყავი და რომელიც არსებობს კიდევ სადღაც შენში. თუ არ დავკარგავთ ამ ბავშვთან კავშირს, არ დაირღვევა არც ჩვენი კავშირი სიცოცხლესთან.

2. იყავი მშვიდად. სიკვდილი უფრო ძნელია, ვიდრე გეჩვენება.

3. სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთი გზაა – არ მისცე უფლება მოგონებებს დაგტანჯოს.

4. საზოგადოების ცხოვრებაში მთავარია შეძლო გაუმკლავდე შიშს, მეუღლეების ცხოვრებაში კი მთავარია შეძლო გაუმკლავდე მოწყენილობას.

5. მთავარი იმაში კი არ არის, რომ შენ არ გჯერა, არამედ იმაშია, რომ ღმერთს ისევ სჯერა შენი.

6.მე იმიტომ არ ვიხურავ ქუდს, რომ არავის წინაშე ის არ მოვიხადო.

7.არც ერთი გიჟი არ არის შეშლილი თუ ყურს მიუგდებთ მის მოსაზრებებს.

8.თუ რაღაცაში ქალია ჩარეული, მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სამყაროს ქალი მართავს.

9.დიდი გასაჭირი ყოველთვის ბადებს დიდ სიუხვეს. ისინი აიძულებენ ადამიანებს უნდოდეთ სიცოცხლე.

10.  არასდროს არ არის ზედმეტად გვიან.

11.  ჯობია მოხვიდეთ უდროოდ, ვიდრე დაელოდოთ მოწვევას.

12.  შერიგების წუთი გულითად მეგობრობაზე ძვირფასია.

13.  თუ შეხვდებით თქვენს ნამდვილ სიყვარულს, ის არასდროს არ დაგეკარგებათ – არც ერთი კვირის შემდეგ, არც ერთი თვის და არც ერთი წლის შემდეგ.

14.  არ მისცე თავს უფლება მოკვდე, თუ არ განიცადე ეს სასწაული – დაიძინო იმასთან ვინც გიყვარს.

15.  ყოველთვის გაიღიმე, არ მიანიჭო უბედურებას სიამოვნება.

loading...

მსგავსი სტატიები