განიკურნეთ სიმსივნისგან არქიმანდრიტი გიორგის რეცეპტით

sqemarqimandriti-giorgi
Loading...

დეკანოზი სერაფიმე დანელია:
2003 წლის გაზაფხულს, ქალაქ ტიმოშევსკში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. როგორც მიყვებოდნენ იქ მოღვაწეობდა საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი (სავვა), სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას შემდგარი და მონასტრული მედიცინის უბადლო მცოდნე. წლების მანძილზე მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის საქმეში. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურხევაზე მისულებს იქ დაგვხვდა.

მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო, მოგვიკითხა და როცა შეწუხებულმა მეუღლის ავადმყოფობაზე მოვუყევი, დამამშვიდა, ბალახების ნაკრები გადმომილაგა და თან თავისი რეცეპტების კრებულიც გამომაყოლა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემმა მეუღლემ და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულმა რამოდენიმე ახლობელმა მამა გიორგის თექვსმეტი ბალახის ნაკრების რეცეპტის მიხედვით დაიწყეს მკურნალობა…
მოხდა სასწაული, მამა გოირგის სიტყვისამებრ, აღსარებისა და ზიარების თანხლებით მკურნალობის დადგენილი კურსის გულმოდგინე შემსრულებლებმა – უფალის წყალობით მალე კურნება მიიღეს.

რეცეპტი თავიდან გამოქვეყნდა საეპარქიო ჟურნალ ,,ჭყონდიდელში,” ამჟამად კი ის კარგად არის ცნობილი საზოგადოების ფართო ფენისთვის.
მამა გიორგი, რომელიც სქემაში აღკვეცილ იქნა წმ. გიორგი ივერიელი, ათონელის სახელზე, გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, 2011 წელს.
გთავაზობთ მამა გიორგის მიერ მოცემული თექვსმეტი ბალახის რეცეპტს, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენება და რომლის ეფექტურობაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ადამიანის მზაობით, სინანულისა და ზიარების გზით საკუთარ თავზე მოიწვიოს უფლის გულმოწყალება.

აი, ეს საოცარი ნაკრები:

1. სალბი-35 გრ
2. ჭინჭარი-25 გრ
3. ასკილი-20 გრ
4. ნეგო-20 გრ
5. დათვის კენკრა- 20 გრ
6. ორკბილა-20 გრ
7. აბზინდა(მწარე)-15 გრ
8. ფარსმანდუკი-10 გრ
9. გვირილა-10 გრ
10. ოქროსცოცხა-10 გრ
11. ბეგქონდარა-10 გრ
12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ
13. არაყის ხის კვირტები-10 გრ
14. წყლის სამყურა-10 გრ
15. ბერულა-10 გრ
16. შავბალახა-10 გრ

ნაკრები კარგად დავაქუცმაცოთ და ავურიოთ. შემდეგ ავიღოთ 6 სუფრის კოვზი ნაკრები (დაახლოებით 26 გრ) და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (95 გრადუსზე, ისე რომ არ ადუღდეს!!!) ზუსტად 3 სთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი, 1 სუფრის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 ს.კ.) დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა დასვენება 10-12 დღე და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში სანამ არ გათავდება. მაცივარში ინახება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამოდენიმე წვეთი.”

* * *
KARIBCHE

არქიმანდრიტი გიორგი: ,, – პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი სასიკვდილოდ საშიში დაავადების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია მოვამზადოთ გენერალური აღსარება და ღირსეულად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ასევე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

ეს ნაკრები გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ და ბევრს დაეხმარა. მიუღიათ იგი, როგორც ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს, ისე მათ, ვისაც ესესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ.
შეთავაზებული ნაკრები კურნავს ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს, აღადგენს უჯრედებს მთელს ორგანიზმში და არ გააჩნია უკუჩვენება”
ბალახების შეძენა შეგიძლიათ ფიტომაღაზიებში.

უფალმა მოიხსენოს არქიმანდრიტი გიორგის ღვაწლმოსილი სული და დალოცოს უძლურებასა და განსაცდელში მყოფი თავისი სამწყსო!

© karibche.ge

loading...

მსგავსი სტატიები