გენიალური ფრაზები ქართული ფილმებიდან

Loading...

“რამდენჯერ გითქვამს აღარ გიყვარვარო, შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვრის წერის პირველ დღეს გავდეს, ასე არაა, ძვირფასო. თუ დამიჯერებ მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინ… მაგრამ ეს ცხოვრება ისე გვღლის, რომ ყოველთვის აღტაცებული ვერ გამოიყურები კაცი“ .


„მამაკაცებისთვის ქალის მიმართ დამოკიდებულება, ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს, ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისთვისაც თქვენ წინათ ღამეები გითევიათ, ზოგს ლექსებიც უწერია, ზოგჯერ უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგძლივების პრობლემებზე რომ ვმუშაობთ,სიყვარულის გახანგძლივებაზეც იზრუნეთ, რადგან ხომ გახსოვთ :“

“უსიყვარულოდ არ არსებობს თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“ . („მზე შემოდგომისა“).


„– შენი დედა ვატირე, იანგული! – გავიმეორე მე. იანგულიმ თავი დახარა, შეტრიალდა და ასე თავდახრილი ნელი ნაბიჯით წავიდა. მე გაკვირვებული ვუქცეროდი სახლისაკენ მიმავალ იანგულის.
– ნახე, როგორ გაიძურწა, გათავდა მაგის ყოჩობა! – ვუთხარი კოკას.
– გათავდა კი არა, ახლა დაიწყო! – მიპასუხა კოკამ და ცალყბად გაიღიმა.
– როგორ?
– გაჯობა და ისე.
– მაშ, რატომ არ შემაგინა?
– გუშინ მკითხა, ჯემალის დედა სად არისო. მე ვუთხარი, აღარ არის-მეთქი, იმიტომ არ შეგაგინა, – თქვა კოკამ.

ელდა მეცა… („ჰელადოსი“). 


„მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, ნადირია და იმიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე სჯობდეს, იმის სიცოცხლეს.“

„ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა, მე თუ არა სხვას გახადა მაინც „ („დათა თუთაშხია“).


”არასოდეს არაფერი მოიპარო შიმშილი რომ კვდებოდე მაინც , იცოდე სხვისი არაფერი შეგშურდეს და იცოდე ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც , ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ ” – (”უძინართა მზე”)

წყარო: 4motivi.com

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები