გენიალური ფრაზები ქართული ფილმებიდან

Loading...

არაჩვეულებრივი გამოფენა


  • – ამას თვალები რატომ არა აქვს, ბრმაა?
    – ეს სოკრატეა, აგულის გაკეთებული არ გეგონოთ, ძველი ნამუშევარია ბნელი რომ იყო ხალხი მაშინდელი
  • მშვენიერებავ, წყალი უნდა გერქვას შენ! ლამპრედუზო მედუზო!
  • – მთვრალია ეს
    – მთვრალი კი არა ეგოისტი ვარ მე!
  • რა ხართ ეს მხატვრები, ქალი თუ არ გააკეთეთ ისე არ შეგიძლიათ

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი


  • – თქვენ მოკვლას გიპირებენ, მილიციას უნდა მიმართოთ!
    – არა, ამაზე მილიცია როგორ შევაწუხო.
  • დავიბადე სამამულო ომის მძიმე წლებში, სამშობლო სოფელი სიმონეთი, ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი მშენებელი. ვარ უცოლო, მორალურად მტკიცე.
  • – სანადიროდ იყავი? რა მოკალი?
    – თვითონ დაგვნებდა.
  • – რატომ მოიპარეთ?
    – არ მომიპარავს, ბატონო, დროებით წამოვიღე.

უძინართა მზე


  • აუჰ, არისტოტელე მომიკვდა.
    – არაუშავს, ეს კი არა, ის – ნაღდი არისტოტელე მოკვდა
  • ამ ბავშვის სულისათვის შენი დამპალი სიცოცხლე მიჩუქნია!
  • დაკარგვას პოვნა ჯობია შვილო!
  • გინდა კარგია, უნდა გერგებოდეს!

მონანიება


  • სამჯერ კი არა, სამასჯერ ამოვთხრი
  • ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია
  • თუ თქვენ არ ამოთხრით, მე ამოვთხრი, მე მას მიწაში არ გავაჩერებ
  • აღსარებისთვის ეშმაკს ეახლე?
  • რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!
Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები