გოდერძი ჩოხელის გენიალური სიტყვები

Loading...

12036376_752654001545113_2139375920182078280_n
ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.

 

10304630_471194233024426_171462843581640477_n
გუთნის ჩიტს მოჰქონდა მათთან რაღაც ამოუცნობი სიხარული.მოჰქონდა სითბო,იმ ქვეყნების სითბო სადაც მას გამოეზამთრა.მოჰქონდა იმედი,რომ ქვეყანა დიდია,რომ სხვაგანაც არის ხალხი,მათაც ულხინთ,ან უჭირთ,ან ფიქრობენ,უყვართ,განიცდიან,ხოლო როცა აქ გულისგამაწყალებელი თოვლი და ყინვაა,გზის შესაკეთებლად ბეგარაზე გასული მთიელები რომ ლამის არის გააკურჩხოს სიცივემ,სადღაც,რომელიღაც ქვეყანაში ისე თბილა,რომ ეს ჩვენი გუთნის ჩიტები,ხის ჩრდილში სხედან.სიცივეში თუნდაც გუთნის ჩიტას გაიხსენებდნენ აქაურები და თბებოდნენ.თბებოდნენ იმ იმედითაც რომ კიდევ მოვა გაზაფხული,მოფრინდებიან გუთნის ჩიტები,ზამთარი კი წარმავალია,წარმავალია და გაძლება უნდა.
მთელი დღე უკან დასდევდნენ ნახნავში მოფუსფუს ჭრელ ჩიტს და მეათასედ ეკიტხებოდნენ:
-გუთნის ჩიტა,მოხვე მშვიდობით!
გუთნის ჩიტა!
გუთნის ჩიტა!
ინდოეთი როგორია?

“მღვდლის ცოდვა,,

 

10177373_471191719691344_7962725455795571362_n
შენი სხეული ჩემს სხეულზე ურო გამძლეა, ამიტომ ჩემ ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები; სამძღორს იქით რომ გარდავხდეთ,
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია, მეც მანდ მიმყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა…
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ..
– მიწა ხარ და მიწად იქეც!
-მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვია და შემინახე, რომ არ დაგკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე დედაო მიწა!

 

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!
ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:
– აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?
ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.”

loading...

მსგავსი სტატიები