გრიფინოს დაბრეცილი ტყე და უცნაური ხეები

Loading...

ჩვენი პლანეტა მართლაც მდიდარია საოცარი და უცნაური მცენარეებით, მაგრამ ის, რომ მთელი ტყე იყოს უცნაური, მართლაც გასაკვირია. პოლონეთის ქალაქ გრიფონოს სიახლოვეს არის პატარა ტყე, სადაც დაახლოებით 400 ან შეიძლება ცოტა მეტი ხე იზრდება. ამაში თითქოსდა გასაკვირი არც არაფერია, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ყველა ეს ხე საოცრად დაირიცა, მაგრამ რანაირად და რატომ, უცნობია. ახალგაზრდა ხეებისათვის ფორმის მიცემა გამოცდილი მებაღისათვის პრობლემას არ წარმოადგენს, ამისი მაგალითი ძალიან ბევრია, თუმცა 400 ხის დაბრეცვას საკუთარ თავზე ვერც ერთი მებაღე ვერ აიღედა. ზოგიერთის აზრით ეს ახალგაზრდა ხეები ერთ დროს მუდმივად ერთ მხარეს მქროლავმა ქარმა დაღრიცა, ზოგი კი ამის მიზეზად გრავიტაციულ ანომალიას მიიჩნევს და თვლის, რომ ასეთი რამ ხეს მაშინაც ემართება თუ მას ძალიან ადრეულ პერიოდში წვერი გაუფუჭდება, თუმცა ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია, რადგან ოთხასივეს ერთად ვერ გაუფუჭდებოდა წვერი და კენწერო. არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ვერსია იმის შესახებ, რომ 80 წლის წინ ადგილობრივი გლეხები ამ ხეებს თვითონ უცვლიდნენ ფორმას, რათა შემდეგ მათგან სხვადასხვა სახის ხის იარაღები და მუსიკალური საკრავები დაემზადებინათ, მაგრამ ეს ვარიანტიც არ დასტურდება, ფაქტი კი მხოლოდ ერთია: მთელი ტყე მუცელგაბერილია და ძალიან საინტერესო სანახავია.

crooked-forest

მუცელგაბერილი მცენარეების რიცხვს უერთდება უდაბნოს ვარდიც, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ბაობაბს, რომელიც ნაზი ვარდისფერი ვარდებითაა დაფარული. მასაც გამობურცული მუცელი და მსხვილი ტოტები აქვს, თუმცა ბაობაბისაგან განსხვავებით, ის სულაც არ არის გიგანტური. ამ საოცრად უცნაურ და ლამაზ მცენარეს ეწოდება ადენიუმ ობესუმი, სხვანაირად, მას სადესერტო ვარდსაც უწოდებენ. მისი სამშობლო აფრიკა გახლავთ, თუმცა ახლა სამხრეთ ამერიკაშიც აშენებენ. ეს მცენარე იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას აშენებენ ბაღებსა და ორანჟერეებში, ასევე, გააქვთ სხვადასხვა ქვეყნებში, ალამაზებენ სახლებს. მცენარეს მეტად თავისებური გარეგნობა აქვს, ის სპილენძის ლარნაკს გავს, რომელშიც ულამაზესი ყვავილები აწყვია. მისი კიდევ ერთი თავისებურება გახლავთ შხამი, რომელსაც ის გამოყოფს. ამ შხამის გამო მას არც ერთი ცხოველი არ მიირთმევს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ უდაბნოს ვარდი გადაშენებას გადაურჩა.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები