გურამ დოჩანაშვილის პირველი წიგნის ისტორია

Loading...

გთავაზობთ ნაწყვეტს გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან (“რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება”), სადაც ყველასათვის საყვარელი მწერალი ჩვეული იუმორით აღწერს მისი პირველი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებს:

“ჩემი პირველი წიგნი რომ გამოვიდა, 1966 წელს და კარგა ფიქრის შემდეგ მაინც რომ მივიტანე ჩემს სკოლაში, სადაც VII – VII კლასიდან გაწამებული მყავდა ყველა, მაგრამ მაინც გავბედე და, იმდენი ხნის უნახავი ისე მიმიღეს, ხელწიგნიანი, ისე მეფერენ, შენისთანეები უფრო გვიყვარსო, რომ რაღაცა-ციცქნურ-პაწაწკინტელათი ჩვენი შეხვედრა უძღები შვილის მობრუნებასა ჰგავდა, და გახარებული რომ დავბრუნდი, ბებიამ – კატუტას როდის მიუტანე წიგნი, ხომე არიან კარქათო? – დაა, ვაიმეე, დამცეცხლა-ა – შინაური და ახლობელი რომ გამოგრჩება სწორედ ადამიანს! ვაიმე, გამომრჩა – მეთქი, და – ოოჰხ, შენ ნათესავი და მახლობელი როარ იცი რა უნდა გამოხვიდე მწერლის მეტი,ო ი-იქითურა ი-პაჭანიკებს ხო-დოურიგე კარქ -კარქათო, წადი ახლა სადაც გინდა და როგორც გინდა უშოვე შენიწიგნი და ისემიბრძანდი კატუტასთანო და რა ვქნა, ვარ სასტიკ დღეში – მაშინ წიგნები, განსაკუთრებით პროზა ორ-სამ დღეში იყიდებოდა, მდარე პოეზია – ასე კვირაში მაინც, ჰქონდა ხალხს იაფი წიგნის შესაძენად ხელფასი იქნებოდა, თუ პენსია, და დავიარე მაინც მაღაზიები და, აბაა, – სადღაა…
და ერთმა კეთილმა ნაცნობმა კი მირჩია: ” გურამ, ავლაბარში ორი წიგნის მაღაზიაა და იქ კი არ იქნება, მაგრამ ავლაბრის გაგრძელებაზე, ნავთლუღი ქვია თუ რა, მესამე მაღაზიაცაა სადღაც უფრო ძლებს ქართლი წიგნი, რადგან ძირითადათ არა – ქართველი მოსახლეობაა იქო და, გამხნევებულმა, მეორე დღესვე ტაქსით გავწიე, ავიარე, ჩავიარე ეს ნავთლუღი ორჯერ მაგრამ სადაა წიგნის მაღაზია, თურმე რაღაცა წრიპა ქუჩა ყოფილა მთავარი ქუჩის პარალელურად და ის მიმასწავლა ვინცხანა კეთილ – ინტელიგენტმა, შევედი იმ პატარა მაღაზიაში და, ახლაც ძალიან მიჭირს ჩემი სახელის და გვარის წარმოთქმა – ამ ნაბეჭდში რომ დიდგულზე ვარ ისე კიარაა საქმე – მაგრამ მაინც ამოვუღერღე გამყიდველს – ასე 20 წლის გოგონას გუჰრამ დოჰსჩანაშვილის წიგნი თუ გაქვთ – მეთქი, და, იყო – გათავდაო, იმან. და რომ მოვიწყინე ძალიანი, ისი – გამყიდველ – გოგონი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა ნამეტურ და, ასე მანუგეშა: რას მოიწყინე რო მოიწყინე – თ ასე, მე წავიკითხე მაგიწიგნი და, სისულელეა თავიდან -ბოლომდეო”.

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები