გურამ შეროზია – ”ღრუზინი” კაცების ტოპ 25 თვისება

Loading...

 

ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს ქართველი, ე.წ. “ღრუზინი” მამაკაცებისთვის დამახასიათებელ 5 თვისებას. სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში. თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით?


  1. ღრუზინს მოჰყავს ცოლი 18 წლის ასაკში და ამავე ცოლის ტამპონების ფულს მამას ართმევს;
  2. ღრუზინი უყვება ნებისმიერ ნაცნობ ბიჭს თავისი სექსუალური თავგადასავლების შესახებ ათჯერ „დანავაროტკებული“ ფორმით;
  3. ღრუზინი დასცინის ფერად და/ან მოკლე საცურაო შორტიან კაცებს, თავად კი აცვია შავი, ან მუქი ლურჯი, მაგრამ პრიალა და ისეთი მოტმასნილი ტრუსი, რომ სისხლის მიმოქცევა უწყდება, ან მუხლს ქვემოთ ბრიჯით ცურავს, გვხვდება სამკუთხედი „პლავკებიც“;
  4. ღრუზინი აგინებს ნებისმიერ „უზრდელ“ გოგოს (განსაკუთრებით ხმამაღლა მათ, ვისაც არ ჰყავს მამა, ძმა და ბოიფრენდი) და საძმაკაცოში ამაყობს, რომ მაგ ”წაკლას/სწერვას/ა.შ.” თავისი ადგილი მიუჩინა
  5. ღრუზინი მთელი ცხოვრება ღადაობს ნაცნობების “ბოზ” ცოლებზე, დებზე და ა.შ. და ბოლოს საკუთარი-ვე „პასტაიანკა“ ეტენება ცოლად, თავის დაძვრენის პროცესი კი ისე უგრძელდება, რომ პატარძალი ქორწილშივე მშობიარობს, ან უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ წყლებს ღვრის…
  6. ღრუზინი საკუთარ კაცობას სექსუალური პარტნიორების რაოდენობით განსაზღვრავს, მერე რა, რომ მათ 80%-ში ფული აქვს გადახდილი…
  7. ღრუზინი ამაყობს თავისი თბილისელობით და დასცინის ჩამოსულებს, დაცინვის პროცესს რეფრენად გასდევს მისივე რბილი „ლ“ და პროვინციული აქცენტი, თუმცა ბოლოში თეგით „ტოო“ ამ ყველაფერს აბათილებს!
  8. ღრუზინი ”ეზასავება” გოგოს, მერე კი მომენტალურად გარბის ბირჟაზე და საძმოს აუწყებს, რომ ”ყველაფერი უქნა იმის გარდა”...
  9. ღრუზინი კაცი გიჟდება სიტყვიერ ინცესტზე და მისი მეტყველების უცვლელი ატრიბუტია ფრაზები: ”ბოზიშვილივიყო” და “ჩემიდდშვც”, ყოველი წარმოთქმისას კი ადრენალინით ივსება, რაკი ამით მისი მამაკაცობა კიდევ უფრო მტკიცდება/დასტურდება;
  10. ღრუზინი დასცინის სალონიდან ან სოლარიუმიდან გამოსულ კაცს და საერთოდ ვერ გრძნობს საკუთარი ოფლის სუნს;
  11. ღრუზინი დასცინის ქალ მძღოლებს – ყვითელი ავტობუსიდან;
  12. ღრუზინს აქვს ერთი წარბი, რაკი ამოპუტვა „პიდარასტული“ პონტია;
  13. ღრუზინი მიესალმება თავისუფალ სექსს, მაგრამ ეს თუ მისმა დამ გაბედა – უკვე ბოზობაა! ცოლად კი მაინც ქალიშვილი უნდა;
  14. ღრუზინი ხმამაღლა და სიამაყით საუბრობს თავის ხელფასზე, უბრალოდ ერთ ნულს უმატებს…
  15. ღრუზინი თვლის, რომ კაცმა უნდა უღალატოს, მაგრამ ამას არასდროს აპატიებს ცოლს, რაკი „კაცი ტყ..ვს და ქალს ტყ..ვენ“
  16. ღრუზინი თვლის, რომ ქუჩის გამოცდილება ყველაზე დიდი გამოცდილებაა და ირონიულად მოიხსენიებს „პატიოსან ბიჭებს“, მერე რა, რომ მათ ღრუზინზე ათჯერ მეტი შემოსავალი აქვთ;
  17. ღრუზინი უბაზრებს ყველა ქალს რომელმაც მისცა, მას ან სადღაც ოდესღაც ვინმე სხვას (ვინმეს თუ მისცა, რომ მოენდომებინა ამასაც მისცემდა და რა პონტში არ უნდა დაიბრალოს, იმ ბოზს უფრო დაუჯერებენ, თუ ღრუზინს?)
  18. ღრუზინს სექსი აქვს ცოლთან „ყველი და პურის პოზაში“, თავგადასავლები კი საყვარელთან, აბა შვილების დედას სხვა რამეს როგორ აკადრებს… შესაბამისად, ცოლი იტანჯება ”კუხნაში”, ან ბედნიერია, რაკი სხვა პოზაზე არც კი სმენია, ან წუწუნებს მხოლოდ მეგობრებთან, ან უბრალოდ სხვის მკლავებში ჰპოვებს ხსნას…
  19. ღრუზინი უკრძალავს ცოლს კაცი მეგობრების ყოლას, იცის მისი Facebook -ის და უფრო მეტად ”ოდნოკლასნიკების” პაროლი, სადაც კითხულობს მის მიმოწერას. ასევე, აპროტესტებს მის გახსნილ ჩაცმულობას და ნახევრად შიშველ ფოტოებს სოც. ქსელებში (საცურაო კოსტიუმს, დეკოლტეს და ა.შ.)
  20. ღრუზინი 13 წლიდან აქტიური სექსუალური ცხოვრებითაა დაკავებული… არა და ერთი კვირის წინაც მასტურბაციით დაკავდა, რაკი ხელფასი ჯერ არ აუღია და მეძავები ნისიაზე არ იძლევიან, ხოლო პირველი სექსი 20 წლის ასაკში ჰქონდა, მაგრამ ამას რა პონტში გააბაზრებს?!
  21. ღრუზინი Facebook-ის პოსტებში აქტიურად იგინება, დაე ყველამ დაინახოს, რომ ნამდვილი მამაკაცია!
  22. ღრუზინს უდევს ფოტოები სოციალურ ქსელში „მაგარ ნაშებთან“ თვალის ჩაკვრის სმაილით და მიგვანიშნებს, რომ ყველა მათგანთან ჰქონდა სექსი, რეალურად მათი სახელებიც არ იცის;
  23. ღრუზინი აწებებს უკანასკნელ კაპიკებს და 1992 წელს გამოშვებულ მანქანას ყიდულობს, მერე რა, რომ ნახევრად გაფუჭებულია და სახლში უდგას, რაც მთავარია – მანქანა ჰყავს და გასაღებსაც ამაყად ატრიალებს თითზე საზოგადოებაში;
  24. ღრუზინი სიამაყით აცხადებს, რომ გლდანში/ფონიჭალაში/ა.შ. ცხოვრობს დროებით, რაკი უზარმაზარი ბაითი უშენდება ვაკეში, ამას აცხადებს უკვე მეათე წელია და ალბათ სიცოცხლის ბოლომდეც “ასე იბაზრებს”, დაუგვიანა სამშენებლო კომპანიამ და რა ქნას?!…
  25. ღრუზინი შორდება ცოლს, მაგრამ მაინც აქტიურად არის მის პირად ცხოვრებაში ჩართული და მეგობარი მამაკაცების რაოდენობასაც აქტიურად უკონტროლებს.

პატივისცემით,
”ღრუზინი” გურამა

loading...

მსგავსი სტატიები