“დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის, ვიცი – ხვალ უკვე აღარ იქნება…”

493305798
Loading...

დედაჩემს სძინავს და სიკვდილს ელის,
ვიცი – ხვალ უკვე აღარ იქნება.
უსაყვარლესი დამჭკნარი ხელი
ჩემს ხელში რაღაც ცივად ინთქმება.

პატარა გოგო მძაფრ სევდას შველის –
ჩემი უფროსი შვილის ნაყოფი,
ხელში მიჭირავს მე მისი ხელიც –
უკვდავებისთვის უხვად სამყოფი.

მათი მშვენების სიმაღლე ქორის
უცივეს დროში საბნად მეხურა,
შეიფრთხიალებს ამ ორ ხელს შორის
ჩემი სიცოცხლის ჩიტი ბეღურა.

გია მურღულია

loading...

მსგავსი სტატიები