ეს ყველაფერი დედამიწაზე 1 დღის განმავლობაში ხდება

Loading...

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი საოცარი რამ ხდება ამ მოკლე დროში – 24 საათში. ზოგჯერ ვერც ვამჩნევთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ზოგიერთი არსება ასწრებს მთელი სიცოცხლის გავლას.

  • ყოველ ახალ დღეს ჩვენ პლანეტას 365 ათასი ახალი მაცხოვრებელი ემატება.
  • დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი აღნიშნავს დაბადების დღეს ყოველდღიურად.
    untitled-1
  • ერთი დღის განმავლობაში დედამიწას 8,6 მილიონი ელვა დაეცემა.
  • ერთი ხე გამოყოფს ჟანგბადს, რომელიც საკმარისი იქნება პლანეტის ორი მაცხოვრებლისთვის.
  • მოხდება 142 ათასი ახალი ავტომობილის გამოშვება. თუ მათ დავაყენებთ მწკრივში, ერთმანეთის მიყოლებით, ისინი დაიკავებენ მთელ გზას ბერლინიდან შტუდგარტამდე, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, 512 კილომეტრს.
  • ჩინელები დღის განმავლობაში 510 ათას ტონა ბრინჯს შეაგროვებენ.
  • ქათმები მსოფლიოს გარშემო დადებენ 190 მილიონ კვერცხს.
  • პლანეტის მაცხოვრებლები 22 მილიარდჯერ ჩარეცხავენ წყალს ტუალეტში. ამ რაოდენობის წყლით შესაძლებელია შხაპი მიეღო ნახევარ კაცობრიობას.
  • ქაღალდის პარკების დასამზადებლად მოიჭრება 40 ათასი ხე, ტუალეტის ქაღალდისთვის კი – 27 ათასი.
  • ყოველი ჩვენგანი გაიღიმებს საშუალოდ 15-ჯერ.
    2
  • ადამიანის გული  104 ათასჯერ ფეთქავს.
  • ამ ხსნის განმავლობაში თითო ადამიანი საშუალოდ გამოიმუშავებს 38 ლარს.
  • ადამიანი ჩაისუნთქავს დაახლოებით 23 ათასჯერ.
  • 93 ათასი ვირთხა დაიბადება –  მხოლოდ ლონდონში.
  • 150-200 სახეობის მცენარე, მწერი, ჩიტი და ძუძუმწოვარი გადაშენდება ეკოლოგიური ზიანის გამო.
  • ყოველი ჩვენთაგანი გადადგამს საშუალოდ 8 ათას ნაბიჯს.
  • ღამურა შეჭამს ათას მწერს.
  • დედამიწაზე მოხდება 7 მიწისძვრა და 18 ათასი ჭექა-ქუხილი.
  • ადამიანი საშუალოდ დახარჯავს 12 წუთს შხაპის მისაღებად.
  • ჩვენს ორგანიზმში მოკვდება და აღდგება 50 ტრილიონი უჯრედი.
  • ადამიანი საშუალოდ გაატარებს 20 წუთს აბაზანაში.
  • ადამიანის თმა გაიზრდება დაახლოებით 0,35 მილიმეტრით. ამ ხნის განმავლობაში კი ადამიანს საშუალოდ 40-დან 100 თმის ღერამდე სცვივა..
  • ყოველი ჩვენგანი საშუალოდ 48 ათას სიტყვას იტყვის.
  • მსოფლიოს გარშემო გაიყიდება 15 მილიონი სიგარეტი.
Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები