(ვიდეო) სიკვდილის ანბანი ვოლვოსგან, დარჩი ცოცხალი

Loading...

ავტოსაგზაო შემთხვევების და ავარიებით გამოწვეული სიკვდილის ვიდეო, ალბათ, ბევრჯერ გინახავთ (მათ შორის, სარეკლამო ვიდეოებიც), მაგრამ ასეთი რეკლამა ნანახი არ გექნებათ. ეს ”ვოლვოს” ოფიციალური ვიდეოა – რეკლამა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი.

ვიდეო, რომელსაც ”სიკვდილის ანბანი” უწოდეს, სააგენტო Dorian & Daniel-მა შექმნა. ვიდეოში ნაჩვენებია სიკვდილის რამდენიმე სახეობა – თვითმკვლელობა, ვიდრე საკუთარ ბაღში შემთხვევით ნაპოვნი ნაღმის აფეთქება და ა.შ. ვიდეოს ბოლოს კი ასეთ სცენას ვხედავთ: ქვეითი, რომელიც ძაღლებს ასეირნებს, გზაზე გადასვლისას უნდა დაიღუპოს, რადგან მისკენ მოდის ”ვოლვო”, რომლის მძღოლსაც, ეს ესაა გულის შეტევა მოუვიდა…

მაგრამ ამ ქვეითისთვის ყველაფერი კარგად მთავრდება, რადგან ავტომობილი ავტომატური დამუხრუჭების სისტემამ გააჩერა! ეს არის ახალი Volvo XC90-ის რეკლამა – ახლა კი ნახეთ ვიდეო.

© autobild.ge

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები