ზარმაცი ხალხის წარმატების საიდუმლოებები

Loading...

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბეჯითად მუშაობა წარმატების უმთავრესი ინგრედიენტია. თუმცა, რატომაა უამრავი ზარმაცი ადამიანი წარმატების ზენიდში? ეს მხოლოდ იღბლის დამსახურება არ უნდა იყოს.  სიზარმაცე შეიძლება ხელისშემწყობი იყოს წარმატების? – დიახ! ქვემოთ მოცემული 5 პუნქტი დაგეხმარებათ დარწმუნდეთ ამაში:

 ზარმაცი ხალხი კრეატიულობას მაქსიმალურად იყენებს

large_image

 

მოცემულ სურათში ნაჩვენებია თუ როგორ ართობს შვილს ზარმაცი მამა, რომელიც სავარძელშია მოკალათებული და ლუდს მიირთმევს. არის ის კრეაიტიული?  – ალბათ კი. მის სიზარმაცეზე კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ “დიახ”.

 

 

 

 

ზარმაცებმა იციან, როდის დაისვენონ

უმეტესი ჩვენგანი ძალიან ბევრს მუშაობს და გადაღლილია. ზარმაცი ხალხი უფრო ხშირად ისვენებს მუშაობისას, რაც ეხმარება გონებრივი და ფიზიკური სიჯანსაღის/ნაყოფიერების შენარჩუნებაში. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება მათ შეინარჩუნონ სამსახური. ყოველ დილით ისინი სამსახურში განტვირთულები და ახალი ენერგიით სავსენი ბრუნდებიან. შესვენება არის ჩვევა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავნერგოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ზარმაცები იყენებენ ტექნოლოგიებს

ზარმაცი ადამიანი ტექნოლოგიებთან უფრო ადაპტირებულია. ზარმაცი ადამიანი არ დახარჯავს მთელ დღეს ინფორმაციის დალაგებასა და ანალიზში, ის უბრალოდ გააკეთებს მარტივ ცხრილს კომპიიუტერში და რამდენიმე საათში დაასრულებს სამუშაოს.

ზარმაც ხალხს ეფექტური თვალი აქვთ

ბილ გეიცი ამბობს: “რთული დავალების შესასრულებლად ყოველთვის ზარმაც ადამიანს ვირჩევ, რადგან ის აუცილებლად მონახავს დავალების შესრულების მარტივ გზას”

ზარმაცი ხალხი ადვილად ამყარებს სხვებთან კავშირს

სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარება ყველაზე ღირებული რამაა ბიზნესში. სხვებთან კავშირი შეიძლება გამოიყენო შენი იდეებისა და პროექტების პიარისთვის, ახალი მეთოდების შესასწვლად ან, უბრალოდ, ურთიერთობის დასამყარებლად. პიარი კი ყველაზე მეტად სჭირდება მას, ვინც ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს სამუშაო მაგიდასთან – ესეიგი ზარმაც ადამისნს!

 

თქვენ რას ფიქრობთ?

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები