ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელი თვისებები

Loading...

ზოდიაქოს ყველა ნიშანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ასტროლოგები გვთავაზობენ თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელ ერთ თვისებას.

ასტროლოგების აზრით, ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი თევზებია. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სენტიმენტალური თევზებისგან. საიდან მოდის მათი ძალა? თევზები ბევრი ისეთი შინაგანი რესურსით არიან დაჯიდლოებული, რაც სხვა ნიშნებს არ აქვთ. მაგალითად, ვერძისა და თხის რქისგან განსხვავებით, თევზი მეტად მებრძოლია და ცხოვრებისეულ სირთულეებს მარტივად უმკლავდება.

ვერძი ზოდიაქოს ნიშნებს შორის სექსუალურობით გამოირჩევა. ისინი ენერგიულები, მიმზიდველები, ვნებიანები და აქტიურები არიან. მათი მთავარი საიდუმლო ქარიზმა და შინაგანი მომხიბვლელობაა, რაც სასიყვარულო თავგადასავლებში ვერძებს უკონკურენტოს ხდის.

ყველაზე ვერაგი ზოდიაქოს ნიშანი მორიელია. მან თუ თვალი დაგადგათ და შურისძიება გადაწყვიტა, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაზე ვერაგული გზით იბრძოლებს და მაინც გადაგიხდით სამაგიეროს. მორიელი ყველაზე საშიში მტერია.

ქალწულები ერთგულებაში პირველები არიან. ისინი ცდილობენ იპოვონ საიმედო პარტნიორი, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით ეყოლებათ. ამიტომაც მეორე ნახევარს დიდხანს არჩევენ, მაგრამ როცა იპოვიან, მათი ერთგულები იქნებიან ბოლომდე.

ყველაზე მიმზიდველი ნიშანი მშვილდოსანია. ბუნებამ მას ლამაზი ნაკვთები აჩუქა. ამასთანავე, მშვილდოსნები განსაკუთრებით ზრუნავენ გარეგნობაზე.

კურო ყველაზე კეთილი ზოდიაქოს ნიშანია. იგი ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს და ყოველთვის მშვიდობიანი გზით ცდილობს სიტუაციის მოგვარებას. ამასთანავე, კურო ტაქტიანია საუბრისას, რაც მის კეთილშობილებაზე მიუთითებს. კუროები უანგაროებიც არიან.

ტყუპები ყველაზე იღბლიანები არიან. ისინი საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრის ოსტატები არიან. ტყუპები ბუნებით ოპტიმისტები არიან, რაც მათი წარმატების 90%_ს შეადგენს.

კირჩხიბებისთვის პირველ ადგილზე ოჯახური ღირებულებებია. ისინი საიმედო პარტნიორს ეძებენ, რათა მაქსიმალურად შეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება ოჯახურ ურთიერთობებში. თუ ერთგულ და საიმედო მეორე ნახევარს ეძებთ, კირჩხიბებში ეძებეთ.

ლომის ეგოისტობას საზღვარი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრულები და გულუხვები არიან, მაინც ყველაფერს თავის სასარგებლოდ აკეთებენ. მათი მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნაა. მოკლედ რომ გითხრათ, უნდა აქოთ და ადიდოთ.

სასწორი ყველაზე კომუნიკაბელურია. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ურთიერთობები, მუდმივად ახალი ნაცნობების და მეგობრების ძიების პროცესში არიან.

თხის რქა ყველაზე ჩაკეტილი ნიშანია. მათი განცდების და აზრების ამოკითხვა თითქმის შეუძლებელია. თხის რქები რთულად ენდობიან ვინმეს, ბოლომდე არავისთან იხსნებიან, ამიტომ ხალხში ცივი და ინდიფერენტული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

მერწყულები იდეების გენერატორები არიან. ამიტომ მათ საპატიო ადგილი უკავიათ გენიალური ზოდიაქოს ნიშნების სათავეში. მერწყულებს უსაზღვროდ განვითარებული ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება აქვთ. თუმცა, ხშირად საქმე ბოლომდე არ მიყავთ, რის გამოც კარგავენ საზოგადოების აღიარებას.

რომელია თქვენი ზოდიაქო?

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები