ზოდიაქოს ნიშნის ქალების სილამაზე და სექსუალობა

523527_wookmark-760x460
Loading...

სილამაზის ქალღმერთი ვენერა გახლდათ და ასტროლოგიაშიც ეს საკითხი პლანეტა ვენერას აბარია, თუმცა სილამაზე ძალიან სუბიექტურია და ადამიანების გემოვნებაზე დამოკიდებული. ყველა ნიშანს თავისებური ეშხი და მიმზიდველობა აქვს. ყველა თავისებურად ლამაზია. გარეგნული მახასიათებლები მეტწილად პირად რუკაში პლანეტების განლაგებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ კომბინაციაში მზეც გარკვეულ როლს თამაშობს და ჩვენც ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბროთ:

ვერძ ქალს ველური სილამაზე აქვს, ტემპერამენტიანია და მისი მთავარი ღირსებაც ის ნაპერწკლებია თვალებიდან რომ ისვრის. იგი არასოდეს ნაბავს თვალებს და არ სჭირდება ქალური სინაზე მამაკაცების გულის მოსანადირებლად, პირდაპირი და დაჟინებული, ცეცხლოვანი მზერით აგიჟებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.

ცნობილი ვერძი - ალესანდრა ამბროსიო

ცნობილი ვერძი – ალესანდრა ამბროსიო

კურო ქალი ტრადიციული გაგებით ლამაზია. კუროებს ხომ ვენერა მართავთ. იგი ძალიან სენსუალურია, სექსუალური და დახვეწილი. მთავარი ღირსება ყელი და მხრები აქვთ და კიდევ თვალები, საიდანაც საოცარი სიმშვიდის მუხტი მოდის. როგორც წესი, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები აქვთ.

ცნობილი კურო - ჯესიკა ალბა

ცნობილი კურო – ჯესიკა ალბა

ტყუპი ქალი უკანასკნელ პერიოდში ძალიან შემოდის მოდაში. მისი სილამზე თან ბავშვურია და ამავე დროს რაღაცნაირად მიამიტურად სექსუალური. ყოველთვის ახალგაზრდულად და თანამედროვედ გამოიყურება. მოდას გრძნობს და თავის გრძელ ფეხსაც აყოლებს. ამიტომაც ცნობილ მოდელებს შორის ძალიან ბევრი სწორედ ტყუპებია.

ცნობილი ტყუპები - ბარ რაფაელი

ცნობილი ტყუპები – ბარ რაფაელი

კირჩხიბი ქალი – ჭეშმარიტად ქალური სილამაზის მქონე ქალია, სილამაზის კლასიკური გაგებით, მას ხომ მთვარე მართავს – უკიდურესად ფემინინური პლანეტა. ქალური ფორმები აქვთ, ლამაზი მკერდი (თუნდაც დიდი მკერდი არ ჰქონდეთ) და ძალიან ღრმა, წყლიანი თვალები.

LivTyler-01 (3)

ცნობილი კირჩხიბი – ლივ ტაილერი

ლომი ქალები გლამურულები არიან. არისტოკრატული გარეგნობა აქვთ, კატისებრი სიარული და მოძრაობები. მათი მთავარი ღირსება გრაციოზულობაა, რომლითაც ასე გემოვნებით ,,იჭერენ” შინაგან ცეცხლს და ტემპერამენტს.

ცნობილი ლომი - შარლიზ ტერონი

ცნობილი ლომი – შარლიზ ტერონი

ქალწული ქალი იმ ტიპის კაცებს მოსწონთ ინტელექტუალი ქალები რომ იზიდავენ. მისი მთავარი იარაღი ჭკუაა, ზუსტად იცის საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ყველა საიდუმლო, თუმცა არც გარეგნულად არ ჩამორჩება სხვა ნიშნებს. ლამაზია, რაღაცნაირად თავშეკავებული და ამავდროულად მაცდური. ინტელექტუალურად სექსუალური, თუ შეიძლება ასე ითქვას – ვნებების ქარცეცხლის გარეშე ახერხებს მადა აღუძრას მამაკაცებს.

ცნობილი ქალწული - ბლეიკ ლაივლი

ცნობილი ქალწული – ბლეიკ ლაივლი

სასწორი ქალი ნამდვილი თოჯინაა, ბარბი. მასაც ვენერა მართავს, სილამაზის პლანეტა, მაგრამ კუროსგან განსხვავებით უფრო ჰაეროვანია. იგი ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ლამაზ ნიშნად ითვლება. ბიჭებიც კი გოგოსავით ლამაზები არიანო ამ ნიშნით, ხშირად გაიგებთ. ყველაფერი პირად რუკაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც, თუნდაც მთელი კოსმოსი აირიოს, სასწორში მაინც იქნება რაღაც შარმი, სინაზე, ქალურობა, რომლითაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გულებს დაიპრყობს.

ცნობილი სასწორი - ქენდის სვეინპოლი

ცნობილი სასწორი – ქენდის სვეინპოლი

მორიელის სილამაზე ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ მისტიკური სილამაზე იქნებოდა. სულ რომ ულამაზო ნაკვთები ჰქონდეს, ისეთი ძლიერი ენერგეტიკა აქვს, იმხელა შინაგანი შარმი, სტერეოტიპულად ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალურის იმიჯს ინარჩუნებს. მას საინტერესო გარეგნობა აქვს, ღრმა, რომ ვერ მიხვდები რითი მოგაჯადოვა. საბედისწერო ქალია.

ცნობილი მორიელი - ლილი ოლდრიჯი

ცნობილი მორიელი – ლილი ოლდრიჯი

მშვილდოსანი ქალი ნამდვილი ვულკანია. მოქმედი ვულკანი თანაც. თუკი სხვა ნიშნების გავლენა არ ,,აგრილებს”, იმხელა ტემპერამენტი აქვთ, ისე თამამები და ღიები არიან, ცოტა ვულგარულებიც კი ჩანან. იუპიტერის წყალობით ძირითადად ლამაზი, მრგვალ მრგვალი ფორმები აქვთ, კარგი აღნაგობა და თვალებში ცეცხლი.

ცნობილი მშვილდოსანი - ტირა ბენკსი

ცნობილი მშვილდოსანი – ტირა ბენკსი

თხის რქის სილამაზე ცივია და რაღაცნაირად სერიოზული. ამ ნიშნის ქალბატონები საკუთარ სექსუალობას მკვეთრად ხაზს იშვიათად უსვამენ, თუმცა ყინულის კედლებში უზარმაზარი თვითკონტროლის და ნებისყოფის გამოცდით დამწყვდეული ვნებები მაინც გამოსჭვივის.

ცნობილი თხის რქა - ქეით მოსი

ცნობილი თხის რქა – ქეით მოსი

მერწყულის სილამაზე ექსკლუზიური სილამაზეა და ცოტა პარადოსული. იგი შეიძლება ეშხიანიც იყოს, ცივიც, ბავშვურიც, თოჯინურიც, ინტელექტუალურიც… და ყველაფერი ერთად. მთავარი ის არის, რომ უნიკალური იქნება, რაღაცნაირად არაორდინარული. თვალებიდან ერთდროულად სითბოს და სიცივეს ასხივებს. ყურადღებას ორიგინალურობით იქცევს.

ცნობილი მერწყული - საშა პივორაროვა

ცნობილი მერწყული – საშა პივორაროვა

თევზის სილამაზე ინტრიგას მოიცავს, იგი რაღაცნაირად ბურუსითაა მოცული, ღრმაა და შინაარსიანი. ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენლები ძალიან მაცდურები, რბილები, ნაზები და ქალურები არიან. საოცარი შარმი აქვთ და რაღაცნაირი სევდა.

ცნობილი თევზები - ნატალია ვოდიანოვა

ცნობილი თევზები – ნატალია ვოდიანოვა
loading...

მსგავსი სტატიები