ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ექნებათ გამდიდრების რეალური შანსები 2017 წელში

Loading...

თითქმის მიიწურა 2016 წელი და, რა თქმა უნდა, ადამიანების დიდი ნაწილი, მოუთმენლად ელის ახალი 2017 წლის დადგომას, რომელიც არა დეკემბრის ბოლოს არამედ დამდეგი წლის იანვრის ბოლოს შემოაბჯებს რეალურად. წითელი მამალი, ამბიციური, დინამიკური და აქტიური მოვლენებით მოდის. ეს ის წელია, როცა გაუმართლებთ ზომიერად რისკიან, მებრძოლი სულის ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ და გარკვეული დოზით აგრესიის გამოვლენაც კი იქნება საჭირო მამლის წელში, სასურველი მიზნების მისაღწევად. ასტროლოგები უკვე აკეთებენ პროგნოზებს, თუ კონკრეტულად ვისთვის იქნება დამდეგი 2017 წელი ყველაზე პერსპექტიული ფინანსური თემების მხრივ. რაღა თქმა უნდა, როგორც ყველა წელიწადს ამ ეტაპზეც არიან კოსმოსის მიერ შერჩეული ფავორიტები. გამოიკვეთა სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც რეალურად მიეცემათ შანსები მამლის წელში გამდიდრდნენ ან მნიშვნელოვნად გამოისწორონ მატერიალური მდგომარეობა.

სასწორი – გამარჯვებისა და კეთილდღეობის პლანეტა იუპიტერი სასწორის ზოდიაქოს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ოქტომბრამდე სასწორების დიდ ნაწილს წინ ელის არამხოლოდ პირად ურთიერთობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, არამედ გამდიდრების რეალური შანსიც. მთავარია, რამდენად გამოიყენებენ ძვირფასი სასწორები კოსმოსის მიერ ბოძებულ შანსებს. თუკი თქვენ თქვენთვის ჩვეული ყოყმანისკენ მიდრეკილებას დაძლევთ, შესაძლოა, მართლად გაგიღიმოთ 2017 წელს ფორტუნამ.

ლომი – დაწყებული მომავალი წლის გაზაფხულიდან, ლომების დიდ ნაწილს აღმავლობის პერიოდი უდგას. რაც ძალიან ბევრი ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ცხოვრებაში მოიტანს წინსვლისა და ფინანსური მოგების რეალურ პოტენციალს. ლომებს მოეთხოვებათ არ შეუშინდნენ რისკს, იყონ ზომიერად ამბიციურები და არავის დაუთმონ პირველობა. მათთვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ მამლის წელში მოუფრთხილდნენ რეპუტაციას და იმიჯს, რომელსაც წლების მანძილზე რუდუნებით იქმნიდნენ საზოგადოებაში.

მორიელი – შეიძლება თამამად ითქვას, რომ მორიელების დიდ ნაწილს 2016 წლის გაზაფხულიდან არცთუ სახარბიელო პერიოდი ედგა ცხოვრებაში. შავი მთვარე, იგივე ლილიტი მორიელის ზოდიაქოში გახლდათ განლაგებული (და იქვე მდებარეობს დღესაც). რაც თავის მხრივ ბევრი მორიელის ცხოვრებაში იყო წინააღმდეგობებისა და პრობლემების წარმოშობის წყარო. სამაგიეროდ, მომავალი წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მორიელების ცხოვრებაში პოზიტიური და წინსვლის პერიოდი დაიწყება. რასაც უკვე შემოდგმიდან გამარჯვების პლანეტა იუპიტერის მორიელის ნიშანში გადანაცვლება “გაუმაგრებს ზურგს”. ეს კი მორიელების დიდ ნაწილს რეალურად მისცემს შანსს საიმისოდ, რომ არამხოლოდ იოცნებონ უკეთეს მომავალზე, არამედ საკუთარი ხელით შექმნან იგი.

loading...

მსგავსი სტატიები