თავის მოწაფეებთან ერთად გაზის კამერაში დაღუპული მასწავლებლის უკანასკნელი სიტყვები

Loading...

ალბათ, ბევრ ჩვენგანს გაუგია იანუშ კორჩაკის სახელი. მისი ნაწარმოები “მეფე მათიუშ პირველიც” წაკითხული გექნებათ ბავშვობაში, მაგრამ ცოტამ თუ ვიცით როგორი პიროვნება იმალება კორჩაკის სახელის უკან.

1280px-Yad_Vashem_BW_2

იანუშ კორჩაკი ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა და ყველაზე მძიმე განსაცდელშიც კი არ მიატოვა პატარები. კორჩაკის საქმიანობა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობით შემოიფარგლებოდა. როდესაც ნაცისტებმა პოლონეთის ნაწილი დაიპყრეს და არაადამიანური წმენდა დაიწყეს, კორჩაკის ბავშვთა სახლსაც მიადგნენ. მანამდე ორჯერ განაცხადა უარი ქვეყნის და ობოლთა თავშესაფრის დატოვებაზე, ხოლო მესამედ, როდესაც “ობოლთა თავშესაფრის” აღსაზრდელები უკვე ასულები იყვნენ ბანაკში მიმავალი მატარებლის ვაგონში, მოულოდნელად კორჩაკთან ესეს-ის ოფიცერი მივიდა და შეეკითხა:
– ეს თქვენ დაწერეთ “მეფე მათიუშ პირველი”? ბავშვობაში წავიკითხე. კარგი წიგნია. თქვენ 2016052411133546204თავისუფალი ბრძანდებით.
– ბავშვები?
– ბავშვები წავლენ. მაგრამ თვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ვაგონიდან.
– ცდებით, არ შემიძლია. ყველა ადამიანი არაა ნაძირალა.

რამდენიმე დღის შემდეგ ტრელინკის საკონცენტრაციო ბანაკში კორჩაკი და ბავშვები გაზის კამერაში გაგუდეს. სიკვდილისკენ მიმავალ კორჩაკს ხელში აყვანილი მიჰყავდა ორი პატარა, რომლებიც ვერაფერს ხვდებოდნენ და ჩურჩულით უყვებოდა ზღაპარს.

შოთა ნიშნიანიძემ ამ დიდებულ პიროვნებას ლექსი მიუძღვნა “ლეგენდა იანუშ კორჩაკზე

I
-ბავშვებო, ბავშვებო, ხვალე შობაა
ბავშვებო, ხვალე კარნავალია.
იქნება ნაძვის ხე, თამაშობანი
და საჩუქრები, რაც მთავარია

რჩეულ არტისტებს გზავნის ვარშავა…
ტიკინებს, ნიღბებს ახალი მოდის
ყიჟინას სცემენ ბავშვები – ვაშააა
ხვალ თოჯინების თეატრი მოდის

ხვალ დარაზმულნი გავალთ, ბავშვებო
სიმღერებით და ტრანსპარანტებით
ჭრელი ფრანების ცაში აშვებით
საბავშვო თეატრს კარს მივადგებით

ხვალის თადარიგს რომ მალე მორჩეს
ჭრის იანოში ქაღალდის დროშებს.

ჭრის იანოში ნიღბებს, პარიკებს,
ჭრის და ღიმილთან ერთად არიგებს

-წყნარად, ბავშვებო, ნუ მთხოვთ კომენტარს,
მადლობა ვუთხრათ ბატონ კომენდანტს,
ძია კომენდანტს
კეთილ კომენდანტს

არა, არავინ არ გთხოვთ კომენტარს..
და კითხვა მაინც მოჰგავს შენიშვნას:

-ძია იანოშ, სთხოვეთ კომენდანტს
ხვალე თეატრში ადრე შეგვიშვას.

II
-პან, თქვენს წიგნებზე ბევრს უტირია
ყრმობისას ბევრჯერ გვიჭირისუფლე,
-პან, მოწიწებით ამბობს უნტერი-
თქვენ კომენდანტი გათავისუფლებთ!

,,არა, ბავშვებო, ნუ შეშინდებით,
ნურც ეჭვით მიმზერთ, ნურც შეშფოთებით,
ჩემო მშიერო, მფრთხალო ჩიტებო,
თქვენ სიკვდილშიაც ვერ მოგშორდებით

თქვენ იანოში არ მიგატოვებთ,
თავისუფლება არ სურს რიოში
პაწიები ხართ, ჰოდა პატრონი
იქაც გჭირდებათ, საიქიოში.

III
ამბობენ, ყოველ ახალწლის ღამეს
როცა მღერიან და ღვინოს სვამენ,
ცად იმართება სხვა კარნავალი
და ღვთის წყალობით ხედავს მრავალი,
ყმაწვილია თუ ომგადახდილი:
ვიღაცა კაცი, თმებდათოვლილი
როგორ მიუძღვის ვარშავის ცაზე
პაწია ანგელოსების რაზმებს.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები