თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთ

Loading...

ერთხელ, ერთი მდიდარი ადამიანი, გაემგზავრა ევროპაში სამოგზაუროდ. როდესაც ბრიტანეთში ჩავიდა, აეროპორტში იყიდა ციხე-სიმაგრეების ტურისტული გზამკვლევი. მისი ყურადღება, ამ ბროშურაში განთავსებულმა ერთმა განცხადებამ მიიქცია. «შენი ცხოვრების ექსკურსია» – ასე იწყებოდა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის სარეკლამო ბლოკი. რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ იქ ჩასვლამდე, საექსკურსიო მომსახურების თანხის გადახდა საჭირო არ იყო და თუ რატომ, ამას ტურისტს ადგილზე აუხსნიდნენ. ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად, მხოლოდ ვიზიტის დროის წინასწარ შეთანხმება იყო საჭირო. ამ უჩვეულო წინადადებით მაშინვე დაინტერესდა ჩვენი გმირი. გადარეკა მითითებულ ნომერზე და ვიზიტის დეტალები შეათანხმა.

თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთადგილზე ჩასულს, კარებთან, კილტში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა. მისალმების შემდეგ მან იკითხა:

— დანარჩენები უკვე შევიდნენ?

— დანარჩენები? ციხის დათვალიერება ინდივიდუალურია, ჩვენ არა გვყავს გიდი.

ამის შემდეგ, მან ტურისტს უამბო ციხის ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ: სურათებზე, ანტრისოლში განთავსებულ რაინდების ჯავშანზე, სარდაფში მდებარე საბრძოლო იარაღზე და წამების ოთახზე, მიწისქვეშა ციხეში.

მოყოლა რომ დაასრულა, მან სტუმარს კოვზი მისცა და სთხოვა მოღუნული ნაწილით, ზემოთ დაეჭირა.

— ეს რაღად მინდა? — დაინტერესდა ის.

— ჩვენ არ ვიღებთ ფულს შესვლის წინ. ხოლო ექსკურსიის ღირებულება ასე ფასდება: თქვენს კოვზს ქვიშით გავავსებთ, სულ 100 გრამი იქნება და თქვენ დამოუკიდებლად დაათვალიერებთ ციხეს. როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ ავწონით კოვზში დარჩენილ ქვიშას და ყოველ დაკარგულ გრამზე, 1 ფუნტს ავიღებთ…

— და მე თუ არ დავაბნევ ქვიშას?

— მაშინ თქვენი ექსკურსია უფასო იქნება.

მოგზაური გაამხიარულა ასეთმა პირობამ. კოვზი ქვიშით აავსეს და ექსკურსია დაიწყო. საკუთარი ხელის სიმტკიცეში დარწმუნებული ექსკურსანტი, ნელ-ნელა ადიოდა კიბეებზე და თან კოვზს თვალს არ აცილებდა.

აბჯრის დარბაზს გვერდი აუარა, რადგან ქარს შეეძლო დაბერვა და ქვიშის გადმოყრა. ის პირდაპირ ქვევით დაეშვა. როდესაც საბრძოლო იარაღს მიუახლოვდა, მიხვდა რომ თუ მათი დათვალიერება ახლოდან მოუნდებოდა, მოაჯირებზე უნდა გადაყუდებულიყო. ეს სახიფათო არ იყო, მაგრამ ქვიშა დაებნეოდა. იგივე მოტივით, მან შორიდან შეავლო თვალი საბრძოლო იარაღებს და წამების ოთახს და თავისი სიმარჯვით კმაყოფილი, ისევ იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ექსკურსია დაიწყო. იქ მას ისევ ის კაცი ელოდებოდა, სასწორით ხელში. მან გადმოყარა კოვზიდან ქვიშა და აწონა.

— საკვირველია, მაგრამ თქვენ მხოლოდ ნახევარი გრამი დაკარგეთ, — უთხრა მან. — გილოცავთ, ეს ვიზიტი თქვენთვის უფასოა.

— მადლობა.

— მიიღეთ სიამოვნება დათვალიერებით? — იკითხა ბოლოს სტუმართმოყვარე შოტლანდიელმა.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ტურისტმა უპასუხა:

— სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მცირე. მე გამუდმებით ქვიშაზე ვფიქრობდი და აქეთ-იქით არ ვიყურებოდი.

— რა საშინელებაა! იცით, მე თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. მე ისევ ავავსებ თქვენს კოვზს, რადგან ასეთია წესი. მაგრამ, ამჯერად, დაივიწყეთ ქვიშის შესახებ. თქვენ 12 წუთი გაქვთ შემდეგი დამთვალიერებლის მოსვლამდე.

სტუმარმა სასწრაფოდ მოკიდა ხელი კოვზს და ანტრისოლზე გაიქცა, სადაც უცებ თვალი შეავლო იქ განლაგებულ ექსპონატებს, შემდეგ შურდულივით დაეშვა მიწისქვეშა ციხეში, მაგრამ დათვალიერების დრო აღარ იყო. ზევით-ქვევით სირბილში, მან მთელი ქვიშა დააბნია და 11 წუთის შემდეგ, ის ციხიდან გამოვიდა, ისე რომ იარაღის დათვალიერება ვერ მოასწრო.

— ქვიშის გარეშე… დიახ… ნუ ღელავთ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ. ამჯერად? მოგეწონათ ექსკურსია?

დამთვალიერებელი დაიბნა.

— არა, — უპასუხა მან, როგორც იქნა. — მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ დამეგვიანა და ქვიშაც სულ დავაბნიე.

შოტლანდიელმა ამოიქშინა:

— არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების ციხეში სიარულისას, ცდილობენ რომ არაფერში გადაიხადონ. მათ არ შეუძლიათ ისიამოვნონ ამ მოგზაურობით. არიან სხვები, რომლებსაც მუდამ ეჩქარებათ, ყველაფერს კარგავენ და ასევე ვერ იღებენ სიამოვნებას. და მხოლოდ ერთეულები ეუფლებიან მეცნიერებას ცხოვრების შესახებ. ისინი თავიაანთთვის ხსნიან ამ ცხოვრების ყოველ კუთხე-კუნჭულს და ტკბებიან ყოველი მომენტით, ყოველი წუთით ამ ცხოვრებაში. მათ იციან: ყველაფრისთვის გადახდა იქნება საჭირო, მაგრამ, იმასაც ხვდებიან, რომ ცხოვრება ამად ღირს…

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები