კაცები, რომლებსაც ჭკვიანი ცოლები ყავთ, დიდხანს ცოცხლობენ

old-couple-walking
Loading...

აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლოურენს ვალეიმ კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ მამაკაცები, რომელთაც ჭკვიანი და განათლებული ცოლები ყავთ, ჩვეულებრივ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ის კაცები, ვინც გაუნათლებელ ქალებთან იყოფენ სარეცელს.

“რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ? – უნდა დავქორწინდეთ განათლებულ და ინტელიგენტ ქალზე” – ამტკიცებს პროფესორი ვალეი.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, მამაკაცებში ალცეიმერის და გონებაჩლუნგობის განვითარების რისკი ნაკლებია, თუ მათ განათლებული ცოლები ყავთ. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა გონებრივი თამაშები, როგორებიცაა კროსვორდები და პაზლები, ხელს უწყობს ტვინის ვარჯიშს და ამცირებს ტვინის დაავადებების რისკს. მეცნიერების მტკიცებით კი, ინტელიგენტი ცოლის გვერდით ცხოვრება მუდმივი კროსვორდის ამოხსნის ტოლფასია. მამაკაცის ტვინი მუდმივად ვარჯიშობს და დაავადების რისკიც იკლებს.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბიჭებს, რომლებსაც არ ეშინიათ ჭკვიან გოგონებთან ურთიერთობის და მხოლოდ “ქალი ვიცი მე კუხნაში” პრინციპით არ მოქმედებენ, უკეთესი სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ და უფრო ადვილად პოულობენ შესაფერის მეორე ნახევრებს.

მამაკაცებო, როგორც ხედავთ, განათლებული ქალი საშიში კი არა, სასარგებლოა. იმდენაც სასარგებლო, რომ ექიმები მათთან მთელი ცხოვრების გატარებას გვირჩევენ.

loading...

მსგავსი სტატიები