კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ

Loading...

კიბოს განვითარების უამრავი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს: დაწყებული ემოციური დისჰარმონიით, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებით დამთავრებული. თუმცა, ყველაზე მთავარი და რეალური გამომწვევი მიზეზი ის საკვებია, რომელსაც ვიღებთ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ იმას წარმოვადგენთ რითაც ვიკვებებით, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იმ პროდუქტებს რომელსაც ჩვენს ორგანიზმს ვაწვდით, გავლენა აქვს ხასიათზე, ჯანმრთელობაზე და ზოგადად ორგანიზმის მდგომარეობაზე.

თუ გამოვრიცხავთ ყოველდღიური რაციონიდან მხოლოდ ერთ პროდუქტს, ჩვენ ამით შევძლებთ დიდი ინვესტიციების ჩადებას ჩვენივე მომავალში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს გავიხანგრძლივებთ, გვექნება კარგი ჯანმრთელობა სიბერემდე და მინიმუმამდე დავიყვანთ ისეთი სერიოზული დაავადებების გაჩენის საფრთხეს, როგორიც კიბოა.

შაქარი – საწვავი კიბოსთვის!

image

1920-იან წლებში ჯანდაცვის სფეროში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, რის საფუძველზეც მეცნიერი ოტო ვარბურგი საუბრობდა კიბოსა და შაქარს შორის არსებულ კავშირზე, კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ “უყვარს” სიმსივნეს ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქრის ან გლუკოზის შემცველ პროდუქტებს მიირთმევენ. მიუხედავად მსგავსი ინფორმაციის არსებობისა, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და უამრავი სამედიცინო აღმოჩენების ფონზე, ექიმებს არ უყვართ თავისი პაციენტებისთვის იმის თქმა, რომ სრულად შეწყვიტონ ზოგიერთი პროდუქტის მიღება, იმისთვის რომ ეფექტურად ებრძოლონ ისეთ სერიოზულ დაავადებას, რომლის სახელიც – კიბოა; დაავადება, რომელიც არც ბავშვს ინდობს და არც ზრდასრულ ადამიანს, და რომლის ანტიდოტი დღემდე არ აღმოუჩენიათ.

image

მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ფიზიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, წამყვანმა ბიოქიმიკოსმა, რომელიც კვლევებს ატარებდა აღნიშნულ სფეროში, დაადგინა რომ არსებობს ერთი საშუალება რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ავადმყოფობის პრევენცია. მის ნაშრომებში წერია, რომ აუცილებელია საკვების შეზღუდვა – არ უნდა ჭამოთ ყველაფერი, რაც გემრიელია. უმჯობესია იკვებოთ იმით, რაც სასარგებლოა და შესაძლოა ასეთ შემთხვევაში კიბო თქვენი ორგანიზმით არ “დაინტერესდეს.”

მეცნიერმა განაცხადა, რომ არცერთ დაავადებას კიბოს ჩათვლით არ შეუძლია ტუტე გარემოში არსებობა. სიმსივნე ვითარდება ანაერობულ (უჟანგბადო) ან მჟავა გარემოში. რაციონიდან შაქრის გამორიცხვით, ორგანიზმში კიბოს უჯრედების წარმოქმნის პროვოცირება აღარ ხდება, რადგან ეს პროდუქტი მჟავა გარემოს შექმნის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ადამიანების უმრავლესობას შეუძლია თავისუფლად შეწყვიტოს იმ საკვების მიღება, რომელიც რაფინირებულ შაქარს შეიცავს – ორცხობილა, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, კანფეტები და ა.შ.

პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს რომ ბევრი პროდუქტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით იყიდება რაფინირებული შაქრით არის გაჯერებული, არამედ იმაში რომ ამას შეფუთვაზე არასოდეს აწერენ.

რაფინირებული შაქრის მიღებისგან თავის დასაღწევად ყველაზე საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა, მოსახერხებელ “მზა საკვების შეძენაზე უარის თქმა, ” რესტორნებში ვიზიტების რაოდენობის შემცირება, რადგან საკვების მწარმოებელი მსოფლიოს მსხვილი კომპანიები, ფუთავენ ტონობით საკვებს ასევე ტონობით რაფინირებულ შაქართან და მარილთან ერთად, ტრანსპორტირებას უკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხშირ შემთხვევაში სათანადო ყურადღება არ ექცევა პროდუქტის ხარისხს, ვარგისიანობის ვადებს, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებს.

იმისათვის რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ, უბრალოდ შეწყვიტეთ ცხიმიანი, ტკბილი საკვებისა და გაზიანი სასმელის შეძენა, დაივიწყეთ სწრაფი კვების ობიექტების, ბურგერების, კრემიანი ფუნთუშების შესახებ; გადადით ჯანსაღ კვებაზე, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებითა და მინერალებით.

loading...

მსგავსი სტატიები