მალე ოსტეოართრიტის დიაგნოზი იშვიათობა გახდება. რევოლუცია მედიცინაში!

Loading...

ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში და სახსრების ენდოპროთეზირება (ანუ ხელოვნურით ჩანაცვლება) უახლოეს მომავალში აღარ გახდეს საჭირო. აღნიშნული ოპერაცია, ჩვეულებრივ, სხვა ქირურგიული ჩარევების მსგავსად გარკვეულ გართულებებს მოიცავს, მათ შორის გულის შეტევათა რისკსაც მნიშვნელოვნად ზრდის.

სპეციალისტთა განხცხადებით, უკანასკნელი 20 წლის განმავლოაში არაერთი ახალი მეთოდი მუშავდება. ერთ-ერთია სწორედ ხრტილოვანი ქსოვილის გადანერგვა. ის შესაძლოა განხორციელდეს ერთ ან ორ ეტაპად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან, მით უფრო, რომ ხრტილოვანი ქსოვილი ერთი ტიპის უჯრედებითაა წარმოდგენილი და სისხლძარღვოვან ქსელსაც არ შეიცავს. ამ მიმართულებით რეგენერაციული (აღდგენითი) მედიცინა სულ უფრო ვითარდება და სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ასე რომ, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მალე ოსტეოართრიტის დიაგნოზი იშვიათობა გახდება!

 

mkurnali.ge

loading...

მსგავსი სტატიები