მაღალმგრძნობიარე ადამიანის 10 მახასიათებელი

Loading...

მგრძნობიარე ადამიანს, როგორ წესი, სხვებისგან განსხვავებული თვისებები და ღირებულებები აქვს.

ფსიქოლოგი ელაინ ეირონი იკვლევდა ინტროვერტ ( საკუთარ შინაგან სამყაროზე ჩაფიქრებული) ადამიანებს. კვლევის ობიექტი მგრძობიარე ადამიანები იყვნენ. ეირონმა შეკრიბა 39 ადამიანი, რომლებიც საკუთარ თავს ახასიათებდნენ, როგორც ინტროვერტირებული პიროვნება.

კვლევის მონაწილეებს ძირითადად შემდეგ თემებზე უსვამდნენ კითხვებს: ყოველდღიური აქტივობები, რელიგიური მრწამსი და შეხედულებები, მსოფლმხედველობა, მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა მეგობრებთან.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:

  1. მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანები შესანიშნავი მეთვალყურეები არიან
  2. ასეთ ადამიანებს არ მოსწონთ სურპრიზები
  3. არ უყვართ მოკლე საუბრები
  4. თავს ახასიათებენ, როგორც კრეატიული და ინტუიციის მქონე
  5. მათი ოცნებები საკმაოდ ნათელია. გაღვიძებისთანავე შეუძლიათ მიხვდნენ რა ელით დღის განმავლობაში
  6. უფრო სულიერი და ფილოსოფიურები არიან, ვიდრე მატერიალისტები
  7. დამოკიდებულნი არიან მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ბუნების სილამაზეზე
  8. გაურბიან ისეთ აქტივობებს, რომლებიც ძალადობას ითვალისწინებენ
  9. მოსწონთ პიროვნულ პრობლემებზე ფოკუსირება
  10. სხვებთან შედარებით ემოციებს ძლიერად გამოხატავენ

 

 

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები