მოძღვარი, რომელმაც მანქანა, ოქროს ჯვარი და სხვა ნივთები გაჭირვებულების დასახმარებლად გაყიდა

Loading...

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი „ფეისბუქზე“ წერს ღვთისმსახურის შესახებ, რომელიც მისთვის „თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი აღმოჩნდა.

“დღეს გავიცანი ღვთისმსახური, ახალგაზრდა, ასე, 30-32 წლისა. უკვე გაჭაღარავება მოესწრო, წვერი ლამის მთლიანად თეთრად შემოსვოდა. ერთ-ერთი ძველი ტაძრის მოძღვარია.

ჩემთვის თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი აღმოჩნდა. ეს არის მამა, რომელსაც მრევლმა ახალთახალი მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა, ოქროს ჯვარი აჩუქეს, მან კი გაყიდა და ფული მაისურაძეების ექვსშვილიან ოჯახს გადასცა. როცა ნაჩუქარი ახალი ტელეფონიც გაყიდა, ნაირა ბებოს ეტლი შეუძინა.
ჩვენმა საერთო მეგობარმა ალექსანდრემ მითხრა, ეს რა არის, უამრავი რამ აქვს გაკეთებული და ხალხს ძალიან უყვარსო.
მამა გიორგის ამ თემაზე საუბარს ვერაფრით დააწყებინებ . როცა ტაძრის ეზოში დარგულ ბზაზე ვლაპარაკობდით, მაშინ მითხრა – იესო ჩემი დიდი მასწავლებელია. ის იერუსალიმში სახედრით შევიდა და არა სამეფო ეტლით. მე რა უფლება მაქვს, მასზე მეტი ვიყო?
ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვისაუბრებდით, მაგრამ არამცდარამც მის საქციელზე საქებარი არ უნდა წამომცდენოდა.
მერე ადგა მამა გიორგი, მხარზე აქეთ მეამბორა, დაქოქა ნიკოლოზისდროინდელი ხმაურიანი “ფოლკსვაგენი”, მანქანიდან თავი ღიმილით გამოყო და ხელის აწევით მე და ალექსანდრეს დაგვემშვიდობა.
წავიდა მამა გიორგი. ალექსანდრემ, რომელმაც სამლიტრიანი ქილით თაფლი მიართვა, მითხრა, რომ საავადმყოფოში, უცნობი ავადმყოფების გასამხნევებლად და პარაკლისის გადასახდელად წავიდა

loading...

მსგავსი სტატიები