რატომაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკუთარი თავის დანიშნულების შეგრძნება მნიშვნელოვანი

swirly_head1
Loading...

ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი დანიშნულების შეგრძნება, გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ და ნაკლებად ავადდებიან გულსისხლძარღვთა დაავადებებით. აღნიშნული დასკვნა 136,000 ადამიანზე დაკვრვების შედეგად გაკეთდა. კვლევის მონაწილეები ძირითადად ამერიკიდან და იაპონიიდან იყვნენ. ამერიკაში მოსახლებას ჰკითხეს, გრძნობენ თუ არა ისინი თავს  მნიშვნელოვნად სხვებისთვის, რამდენად შეუძლიათ მიზნის დასახვა და რას ფიქრობდნენ გავლილ ცხოვრებაზე. იაპონიაში კი მეცნიერებმა რესპოდენტებს ე.წ. “იკიგაის” (ცხოვრების არსი) შესახებ ჰკითხეს.

რესპოდენტებზე, რომელთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო, დაკვირვება 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 2,000 მათგანი გარდაიცვალა. კარგი “იკიგაისა” და მიზნობრივი დანიშნულების შეგრძნების მაღალი მაჩვენებლის მქონე რესპოდენტებში სიკვდილიანობა ერთი მეხუთედით დაბალი აღმოჩნდა.

loading...

მსგავსი სტატიები