როგორი ქალი მოსწონს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცს?

1477823563_83049
Loading...

ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშან მამაკაცს ქალის სილამაზის საკუთარი კრიტერიუმები გააჩნია…

ვერძს გარეგნულად ნაზი, თუმცა ცოტა თამამი გოგონები მოსწონს. ზედმეტად პრანჭია და მოდაზე გადაყოლილი ქალი კი არასდროს მოეწონება.

კუროსთვის ქალის მომრგვალებული ფორმებია ყველაზე მაცდუნებელი. ამიტომ თუკი კურო მამაკაცს ეფლირტავებით, დიეტაზე სინდისის ქენჯნის გარეშე თქვით უარი.

ტყუპი მამაკაცი თინეიჯერული გარეგნობის გოგონებით იხიბლება. მისთვის მიმზიდველია, ასევე, ქალი სათვალითა და მკაცრი უნიფორმით.

კირჩხიბი მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც სოლიდური გარეგნობა აქვს და სასურველია, ეს უკანასკნელი დიდი მკერდითაც იწონებდეს თავს.

ლომს დედოფლური, მკვეთრი იმიჯის მქონე გოგონები მოსწონს. მისთვის მოსაწონია ასევე ქალი, რომელიც თავმდაბლობით გამოირჩევა.

ქალწულს მოწესრიგებული გოგონა მოეწონება, ყოველგვარი ზედმეტი გადაპრანჭულობის გარეშე. მისთვის მთავარია, ქალი ჰიგიენური, მოვლილი და მშვიდი იყოს.

სასწორი იხიბლება თოჯინას ტიპის გოგონებით. რაც უფრო მეტი აქსესუარი გიკეთიათ, სასიამოვნო კოსმეტიკის სურნელი აგდით, მით უკეთესი.

მორიელს ხიბლავს ბრუტალურად სექსუალური, ცოტა დაუდევარი ჩაცმის სტილის ქალები. არ არის აუცილებელი, ბევრი კოსმეტიკა. მის მოსახიბლად მკვეთრი ფერის პომადა და ღრმა დეკოლტე საკმარისია.

მშვილდოსანი ბავშვური, მხიარული გოგონებით იხიბლება. შეგიძლიათ, მასთან პაემანზე დახეული ჯინსით, მაისურითა და კედებითაც მიხვიდეთ.

თხის რქას სოლიდური, რესპექტაბელური იმიჯის ქალი მიიზიდავს. ოღონდ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. დაივიწყეთ მკვეთრი წითელი ლაქი და პომადა.

მერწყული აღფრთოვანებაში მოჰყავს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მქონე ქალებს. შეგიძლიათ, მასთან პირველ პაემანზე საკუთარი ხელით მოქსოვილ-შეკერილი სამოსითაც მიხვიდეთ.

თევზებს მოსწონთ მოვლილი და დახვეწილი ქალები, ოღონდ მტკიცე ხასიათითა და კარგი მანერებით. ის აღფრთოვანდება, თუკი პაემანზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიხვალთ.

© galanews.ge

loading...

მსგავსი სტატიები