როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები (+მხიარული კარიკატურები)

a40849b-1024x838
Loading...

ვერძი ამჯობინებს არ შეიმჩნიოს ასაკი, ცხოვრობს აწმყოთი და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა ელის მომავალში. მათი სულიერი სიხალასე ხანდაზმულობამდე ინარჩუნებს ახალგაზრდულ ენერგიას. შეიძლება 60 წლის ასაკში მან არ ჩაიცვას ტყავის ქურთუკი, მაგრამ ძველებურად გააგრძელებს მოტოციკლებით დაინტერესებასა და გართობას.

a40854b

როგორც ცნობილია, კუროს უყვარს ჭამა, ზოგჯერ ზომაზე მეტადაც, რის გამოც ხშირად ასაკის მატებასთან ერთად, ზედმეტ კილოგრამებსაც კრეფს. ჯიუტი კუროები დროთა განმავლობაში ხდებიან ფსიქიკურად და ფიზიკურად უფრო გაწონასწორებულები და მოქნილები. ამასთან ერთად ფიზიკურად არიან ამტანები და დიდხანს ცოცხლობენ.

a40853b

ტყუპები ბავშვობაში ისახავენ მიზანს და სისტემატურად მიდიან წინ, მიუხედავად ასაკისა არ აპირებენ შენელებას. არ ღირს დაიმედდეთ, რომ ტყუპი სამსახურიდან ადრე მოვა, მათ ასაკშიც კი ვერ ნახავთ დასვენებულ მდგომარეობაში და ბუხართან წამოწოლილს. ტყუპების კარიერული ზრდა გრძელდება პენსიამდე და თუ საშუალებაა შემდგომ პერიოდშიც.

a40849b

კირჩხიბი შეიძლება იყოს ორნაირი: ის, ვინც არასდროს იზრდება და ის, ვისაც მოხუცებულ ასაკში უყვარს გარშემო მყოფებზე ზრუნვა. კირჩხიბებს, ისევე როგორც ლომებს უყვართ როდესაც მათ პატივს სცემენ და მათგან ყალიბდებიან ე.წ კლასიკური ბებიები და პაპები, ისეთები, როგორებზეც ბავშვების უმეტესობა ოცნებობს.

a40858b

ლომები ბუნებით ლმობიერები და დარბაისლები არიან და წლების მატებასთან ერთად ეს უფრო მკვეთრად ვლინდება მათ ხასიათში. სიბერეში ისინი არიან მშვიდნი და დიდებულნი. მათ სულ უფრო და უფრო სურთ პატივისცემა, ავტორიტეტი და ზოგჯერ თაყვანისცემაც კი. ლომს სურს იყოს სამაგალითო, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ცხოვრებისეულ მიზნებს რაც შეიძლება ადრე მიაღწიოს.

a40860b

ქალწულების უმეტესობა ასაკის მატებასთან ერთად თანდათან გარემოს ნეგატიურად აღქმას იწყებს, განსაკუთრებით თუ მიდრეკილება აქვს კრიტიკისადმი. მათ უყვართ ჯანმრთელობისა და წესრიგის შენარჩუნება, მუდმივად გაუმჯობესებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ ხვდებიან სიბერეს, როგორც ნამდვილი ლედი და ჯენტლმენი, მართალია ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ სამაგიეროდ ჭკვიანები არიან.

a40857b

სასწორები ყოველთვის ზრუნავენ გარეგნობაზე, ამიტომ ცდილობენ მიმართონ ნებისმიერ ხერხს, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეუშალონ ხელი ნაოჭების გაჩენასა და ზედმეტ კილოგრამებს. როგორც წესი, მათ ეს გამოსდით კიდეც. სასწორი 80 წლის ასაკშიც კი აჯერებს გარშემო მყოფებს, რომ ის ჯერ 40 წლისაც კი არაა.

a40856b

მორიელები ასაკის მატებასთან ერთად ხდებიან დიდებულნი და წარმოსადეგნი. მათ უყვართ ფიქრი საკუთარ თავზე, ფილოსოფიაზე, იმ სიბრძნის მეშვეობით, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მათგანი ზედმეტად დარწმუნებულია თავის მიზნებში, რასაც ხშირად ზედმეტი ახირებულობითა და სიჯიუტით გამოხატავს.

a40852b

ვერძების მსგავსად, მშვილდოსნებიც მაქსიმალურად ცდილობენ არ იფიქრონ სიბერეზე. ზოგჯერ მათ ეს აკვიატებულ აზრად ექცევათ. ისინი ასეთ დროს გარშემო მყოფებს ეკითხებიან საკუთარ ასაკს იმ იმედით, რომ თავიანთ რეალურ 2-3 ციფრით ნაკლებს მიიღებენ პასუხად. კომპლიმენტი და შექება მათ შემთხვევაში ეფექტურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსაკუთრებულად არ ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, სურთ შეინარჩუნონ სექსუალურობა და მშვენიერება ღრმა სიბერემდე.

a40851b

თხის რქისათვის დრო თითქოს უკუღმა წარიმართება, რადგან ისინი “პატარა მოხუცებად” იბადებიან, ასაკის შეუფერებლად სერიოზულები, ამაყები და პასუხისმგებლობით აღსავსეები, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მათ სურთ უფრო მეტი სისულელისა და ბავშვური საქციელის ჩადენა, სიბერეში კი აბსოლოტურად ბავშვებივით ცხოვრობენ.

a40850b

მერწყული ბავშვობაში თხის რქასავითაა ძალზედ სერიოზული. წლების მატებასთან ერთად ისინი ხდებიან უფრო ექსცენტრიულები, არ აინტერესებთ სხვისი აზრი და 80 წლის ასაკში შეიძლება მოიქცნენ ისე, როგორც მოუნდებათ.

a40855b

თევზებს კატასტროფულად ეშინიათ სიბერის, რადგან ფიქრობენ, რომ ბევრი რამ რჩებათ გასაკეთებელი და შესასრულებელი. ისინი ხშირად ნახულობენ დროს იმისათვის, რომ შეაჯამონ ცხოვრების ესა თუ ის ეტაპი და შეადარონ ერთმანეთს. თევზები რაც უფრო ნაკლებს იფიქრებენ ამის შესახებ, მით უფრო ბედნიერად იცხოვრებენ, რადგან არაფერი ამცირებს ცხოვრებას ისე, როგორც მუდმივი შფოთვა და მღელვარება.

a40859b

© presa.ge

loading...

მსგავსი სტატიები