როგორ ვებრძლოთ ნეგატიურ აზროვნებას?

Businessman torn between being positive or negative
Loading...

რა არის ნეგატიური აზროვნება?
როგორ ვებრძოლოთ მას?
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ნეგატიურმა ფიქრებმა?

ნეგატიური აზროვნება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას პოზიტიურ აზრებს. ამ დროს გონება  ოკუპირებული გვყავს ნეგატიური აზროვნებით და ის არ გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ პოზიტიურად.
ნეგატიური აზროვნება ჰგავს თოვლის გუნდას, ერთ ფიქრს მოსდევს მეორე, მესამე, მეოთხე… შემდეგ გროვდება და ბოლოს  შეუძლია გადაიქცეს ზვავად და დაგვაზიანოს.

ძალიან ადვილია ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას. როგორ? ეცადეთ მართოთ თქვენი გონება, არ მისცეთ საშუალება მას, გმართოთ თქვენ! როდესაც გაივლებთ უარყოფით აზრს თუ ფიქრებს, მაშინვე უნდა ეცადოთ მის დაბლოკვას. გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე სახალისო მომენტი ცხოვრებაში. გააკეთეთ ის საქმე რაც გვიყვართ და რაც სიამოვნებას განიჭებთ. დაივიწყეთ  უარყოფითი ფიქრები. იპოვეთ პოზიტივი და არ მისცეთ საშუალება ნეგატივს დაგიმორჩილოთ თქვენ. ზოგადად ადამიანებს აქვთ  დამარცხების და უარყოფის შიში. რაც ხელს უშლით წარმატების მიღწევაში.მაგალითად – გინდათ დაიწყოთ მუშაობა, ამისთვის  გააგზავნეთ რეზიუმე და დაგიბარეს გასაუბრებაზე. რას შვება ამ დროს ის პიროვნება ვინც ნეგატიურად აზროვნებს? ის იწყებს ნერვიულობას და ფიქრს, იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოხდეს გასაუბრებაზე, მას არ  სჯერა საკუთარი თავის, ჰგონია, რომ იქ მასზე კარგი სპეციალისტები იქნებიან, ფიქრობს ყველაფერზე რაც მას უარყოფით ენერგიით მუხტავს და აგრძელებს იგივეს გასაუბრების პროცესშიც. ნერვიულობს ახლა რა კითხვას დაუსვამენ? როგორ უპასუხა წინა კითხვას? ფიქრობს, რომ ის არ მოეწონათ და ამ ყველაფრით კარგავს ორიენტაციას და იბნებვა, რაც რა თქმა უნდა, არ აძლევს საშუალებას წარმოაჩინოს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის. ამ დროს საბოლოო ჯამში შედეგიც რა თქმა უნდა უაროფითია.ხოლო პიროვნება, რომელიც ფიქრობს პოზიტიურად, სჯერა საკუთარი თავის, ბლოკავს ნეგატიურ აზრებს და იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა მაგრად შეძლებს გასაუბრებაზე თავის წარდგენას, თუ რა წარმატებები ელოდება წინ და რა გამოწვევების წინაშე დგას. შეხვედრაზე კი თავს წარმოაჩენს ისე, როგორც თვითონ სურს, შედეგი კი დადებითია.

‘‘თქვენი ძლიერი მხარეების დამსახურებით მოხვედით იქამდე, სადაც დღეს იმყოფებით, თქვენი სუსტი მხარეები კი თქვენს წინსვლას აფერხებს’’ – ბრაიან თრეისი

ალბათ, ყველას გვსმენია, რომ ადამიანი რაზეც ფიქრბს, იმას იზიდავს და შესაბამისი ენერგიით იმუხტება. თუ ჩვენ მუდამ ნეგატიურად ვიფიქრებთ, ყველაფერში დავინახავთ უარყოფითს და ცხოვრებაშიც ნაკლებად წარმატებულები ვიქნებით… პოზიტიური აზროვნების დროს კი ყველაფერი პირიქით ხდება. თუ გაქვთ  პრობლემები, იფიქრეთ იმაზე როგორ შეგიძლიათ მისი გამოსწორება, რათა მიიღოთ ის შედეგი, რაც გინდათ. არ იფიქროთ იმაზე თუ რატომ მოხდა ეს, რამ გამოიწვია, ვისი ბრალია ეს ყველაფერი?  ამ თემებზე ფიქრი  დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. იფიქრეთ როგორ გამოასწოროთ შეცდომა.თუ ეს შესაძლებელია, სხვა შემთხვევაში კი დაივიწყეთ და ეცადეთ სხვა ისეთი რამ გააკეთოთ, რაც აგავსებთ პოზიტივითა და ენერგიით. არავინ არის სრულყოფილი, ყველა უშვებს შეცდომებს და ამ დროს უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა გვასწავლა ამ შეცდომამ და მომავალში როგორ გამოვიყენებ მას ჩვენს სასიკეთოდ. გახსოვდეთ ‘‘სწორად ჩამოყალიბებული კითხვა, ნახევრად გადაჭრილი პრობლემაა’’ –კარლ იუნგი

და ბოლოს, როგორც დონალდ ტრამპი გვეასწავლის, არანაირ წარუმატებლობას თუ შიშს არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ წონასწორობას.

წყარო: davidkenchadze.ge

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები