როგორ ვისწავლოთ ძალიან სწრაფად კითხვა

Sunset light
Loading...

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ თქვენთაგანს ერთხელ მაინც ჰქონია ოცნება, რომ ძალიან სწრაფად წაეკითხა წიგნები, ჟურნალები, სტატიები და ა.შ. რაღა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს ადვილი არაა, ზოგი წლების პრაქტიკას ეყრდნობა, ზოგიც მონდომებას, არჩევანი თქვენზეა. მთავარია ბევრი იმუშაოთ / იკითხოთ. აი, საკითხები, რომლების განხილვაც აუცილებელია, სანამ ამ საქმეს ხელს მოკიდებთ :

 

1.) არასოდეს, ვიმეორებ – არასოდეს არ წაიკითხოთ ხმამაღლა, ეს ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფად კითხვის სწავლა უნდა. ყველაზე სწრაფი მკითხველი იყო ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი, თუმცა ხმამაღლა არც ისე ბევრის წაკითხვა შეეძლო ვთქვათ 1 საათში.

 

2.) იფიქრეთ მხოლოდ იმ ტექსტზე, რომელსაც კითხულობთ, დარწმუნებული ვარ გონების გაფანტვის გამო ხშირად დაბრუნებიხართ წინა აბზაცს და გადაგიკითხავთ რამდენჯერმე. ფოკუსირება – ეს მნიშვნელოვანია!

 

3.) შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგი ადამიანი თითის გაყოლებით კითხვასაა მიჩვეული (სკოლის ჩვევები თავს აქაც გვახსენებს), ეს დიდი შეცდომაა, ჩვენი ტვინი ძალიან სწრაფი იარაღია, თითი ამას ვერ შეძლებს.

 

4.) მნიშვნელოვანია თვალების გადაღლას ხელი არ შეუწყოთ, კითხვისას საკმაოდ ვღლით თვალებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. შეგიძლიათ წამოდგეთ ლოგინიდან, გახვიდეთ გარეთ და შორეულ ობიექტებს დააკვირდეთ, ეს აწყნარებს თვალებს. ანდაც მოძრავ სხეულებს დააკვირდით.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები