როგორ უყვარდათ VS როგორ გვიყვარს ახლა

Loading...

თაობები იცვლება და სიყვარულის ისტორიებიც განსხვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ ძველი თაობა უფრო გაბედული და რისკიანი იყო სასიყვარულო ურთიერთობებში. ახალი თაობა ბევრს ორჭოფობს, ბევრს ფიქრობს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

გთავაზობთ რამდენიმე მოკლე ისტორიას თუ როგორ უყვარდათ ადრე და როგორ გვყვარს ახლა.

როგორ უყვარდათ

შემთხვევით დაინახე ადამიანი, რომელიც მოგეწონა. ფიქრობ, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა და უნდა გაიცნო… გაიცანი…. დაუახლოვდი… გაიცანი მისი მშობლებიც… ერთად ხართ… ქორწილი… ბავშვი…
ეს არის მარტივი ისტორია თუ როგორ გაიცნობდა ბიჭი გოგოს და შექმნიდნენ ოჯახს.

როგორ გვიყვარს ახლა

შემთხვევით დაინახე ადამიანი, რომელიც მოგეწონა. ფიქრობ, ეს შეიძლება კარგი შანსი იყოს შენთვის, მაგრამ გეშინია. არ იცი, მზად ხარ თუ არა. სხვა უფრო წარმატებული რომ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში?  ან უფრო კარგი შესახედაობის? ან უფრო მდიდარი? იმდენს ფიქრობ, გავიწყდება საერთოდ რაზე და რატომ ფიქრობ. ამასობაში ისიც მიდის. შენ კი, იმედი გაქვს, რომ სხვა უფრო “კარგი” გამოჩნდება.


როგორ უყვარდათ

იმის მიუხედავად, რომ ხშირად კამათობთ, ერთმანეთს მაინც ელაპარაკებით და სამომავლო გეგმებს ერთად სახავთ. ერთად სადილობთ. კამათობთ, როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი ურთიერთობა. ბოლოს თანხმდებიტ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს უბრალო კამათი იყო! ხდება ხოლმე!

როგორ გვიყვარს ახლა

კამათის დროს საკუთარ თავს ეუბენით, რომ ეს არ მოხდებოდა მის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო, სხვა რომ “აგერჩიათ”. არ თმობთ საკუთარ პოზიციებს. ფიქრობთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე და არა მომავალზე. შემდეგ შორდებით და იწყებთ სხვა “უკეთესის” ძებნას.


როგორ გვიყვარდა

დახუჭე თვალები და მე გაკოცებ.
ხვალ უკვე მომენატრები.
გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიმართლეს გეუბნები.
ყოველდღე მოგწერ.
წერილებს თან სიყვარულს გამოვატან.

როგორ გვიყვარს ახლა

რას გუკისხმობ?
მაგრამ შენ უკვე ასე მითხრაი
არ მჯერა
წავიდე?

 

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები