საბანკო სესხები მცირე ბიზნესისთვის – როგორ მივიღოთ ის?

ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ, online sesxebi-ს შესახებ რომლებიც დაგეხმარებათ მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საბანკო კრედიტის აღებაში. ეს რჩევები ნამდვილად მუშაობს პრაქტიკაში, რაშიც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, როცა ცდით და გამოიყენებთ ბანკში მისვლისას.
1) თქვენ სერიოზული მომზადება დაგჭირდებათ. პირველ რიგში თქვენ გარკვევით უნდა გქონდეთ ჩამოიყალიბებული კრედიტის მიზნობრიობა და საჭიროება. ასევე გარკვევით უნდა იცოდეთ როგორ აპირებთ ამ კრედიტის დაფარვას და რა რისკებთან შეიძლება იყოს ეს პროცესი დაკავშირებული. როცა სესხს იღებთ მცირე ბიზნესისთვის, თქვენ ბანკს უნდა წარუიდგინოთ ანგარიში, კონკრეტულად რაზე დაიხარჯება თანხა. დიახ, ბოლო თეთრამდე!
ბანკს ასევე აინტერესებს კონკრეტულად როგორ აპირებთ აღებული სესხის დაფარვას. ეს საკითხიც ძალიან ჩამოყალიბებული, დალაგებული და ციფრებში გაწერილი უნდა იყოს. შეაგროვეთ თქვენი ბიზნესის ყველა ელემენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, აღწერეთ პირობები, წარმოადგინეთ ბიზნეს-გეგმა. ჩაატარეთ აუცილებელი ანალიზი და შედეგები წარუდგინეთ ბანკს.
თუ ასე მოიქცევით სასესხო კომიტეტი უფრო დადებითად განეწყობა თქვენს მიმართ. დაიმახსოვრეთ – მცირე ბიზნესისთვის კრედიტის მისაღებათ ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო კომიტეტის დარწმუნება ბიზნესის რეალურობასა და შემოსავლიანობაში.
2)სესხი არ გაიცემა, თუ თქვენ აპირებთ ბიზნესის დაწყებას ნულიდან. ამისთვის უფრო ინვესტიციის მოძიება დაგჭირდებათ. ბანკი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ამიტომ პრინციპულად ახალი ბიზნესის შესაქმნელად მისგან თანხის მიღება არის სრული ფანტასტიკა. შესაბამისად მცირე ბიზნესისთვის კრედიტის მიღებისას ის უკვე უნდა არსებობდეს.
3) შეარჩიეთ უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში ყველა ბანკს აქვს თავისი მიდგომა ანუ უზრუნველყოფის ხარისხის განსაზღვრის თავისი მეთოდი. თუმცა არსი ერთია – მაშინაც კი, თუ თქვენ პირველი ხარისხის უზრუნველყოფა გაქვთ, ეს არ გაძლევთ კრედიტის მიღების გარანტიას. ბანკისთვის მნიშვნელოვანია თქვენი გადახდისუნარიანობა და არა თქვენი უზრუნველყოფის მოცულობა. ასე რომ, თუ თქვენ ვერ შეძლებთ დროულად და სრულად თანხის დაფარვას, ვერანაირი უზრუნველყოფა ვერ გიშველით.
4) ბანკს სჭირდება დამატებითი გარანტიები. ამის გაკეთება შეიძლება თავდები პირების გამოყენებით. მოიწვიეთ თქვენი პარტნიორები, მეგობრები, ნაცნობი ბიზნესმენები. რაც მეტი თავდები გყავთ, მით უკეთესი! ეს პუნქტი ჰგავს წინას, რადგან გარკვეულწილად ესეც რაღაც უზრუნველყოფის მაგვარია, ამიტომ თავდებ პირებთან უნდა გაკავშირებდეთ სერიოზული ურთიერთობები და ისინი არ უნდა გამოიყენოთ როგორც მხსნელები.
5) ბანკი მოითხოვს თქვენგან ბიზნეს-გეგმას. ეს სწორიც არის! რაში მდგომარეობს ნებისმიერი ბიზნეს-გეგმის მთავარი არსი? იმაში, რომ თქვენ ახდენთ მიზნების გადატანას კონკრეტულ ციფრებში. ანუ, ბიზნეს გეგმა საჭიროა იმისთვის, რომ დაანახოთ ბანკს ყველა კონკრეტული ფინანსური პერსპექტივა. თუ თქვენ შეძლებთ საკრედიტო საბჭოს აჩვენოთ რამდენის მომტანი იქნება კრედიტიდან გახარჯული თითოეული ლარი, ეს კრედიტის მიღებისთვის საუკეთესო შედეგს მოგიტანთ! როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა? თუ თქვენ ამას თავად ვერ აკეთებთ, მაშინ მიმართეთ საკონსულტაციო კომპანიებს, გააცანით თქვენი გეგმები და ისინი დაგეხმარებიან, გაგიწევენ კვალიფიციურ მომსახურებას, თან ეს არც ისე ძვირი დაგიჯდებათ.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, ცოტა თქვენი მოხერხებულობაც დაამატეთ და მიაკითხეთ ბანკს კრედიტის მისაღებად! წარმატებებს გისურვებთ!
წყარო : realcredit.ge