საინტერესო ფაქტები ჩვენი ტვინის შესახებ

Loading...

ტვინი ყველაზე საოცარი ორგანოა ჩვენს სხეულში, ის ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაცია გვაქვს მის შესახებ, ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე საინტერესო და ამავე დროს გამაოგნებელი ფაქტი :

 

1.) ტვინის საშუალო წონაა 1.5კგ (კილონახევარი)

 

2.) ტვინის 75%-ს წყალი შეადგენს.

 

3.) ტვინი შედგება დაახლოებით 100 მილიარდი ნერვისაგან.

 

4.) ტვინში არ არის ტკივილის რეცეპტორები, ამგვარად, ამ ორგანოს ტკივილის შეგრძნება არ შეუძლია.

 

5.) ტვინში არის დაახლოებით 100 000 მილის სიგრძის სისხძარღვები.

 

6.) ადამიანის ტვინი არის ყველაზე მსუქანი (ქონიანი) ორგანო ჩვენს სხეულში, ის შეიძლება 60% მდე ქონს შეიცავდეს.

 

7.) ადამიანის ტვინი ზრდას წყვეტს 18 წლის ასაკში.

 

8.) ტვინის განვითარებასთან ერთად იზრდება მისი კანის სისქე.

 

9.) ხმამაღლა კითხვა ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

 

10.) ბავშვებს, რომლებიც 5 წლამდე 2 ენას მაინც სწავლობენ, ბევრად სქელი და ფუნქციონირებადი ტვინის უჯრედები აქვთ, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს.

 

11.) ტვინი იყენებს მთლიანი სხეულის ჟანგბადის 20%-ს.

 

12.) თუ თქვენ ტვინს შეუწყდება სისხლის მიწოდება 8-დან 10 წამამდე, თქვენ დაკარგავთ მგრძნობელობას (გაითიშებით).

 

13.) ინფორმაციის გადაცემის მინიმალური სიჩქარეა 0.5 მეტრი / წამში, ხოლო მაქსიმალური 120 მეტრი / წამში.

 

14.) როდესაც გვღვიძავს, ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს 20-23 ვატს, რაც საკმარისი იმისთვის, რომ ავანთოთ ერთი ნათურა.

 

15.) დამთქნარება ტვინისთვის სასარგებლოა, ამ დროს ჩვენ ტვინს ვუგზავნით ჟანგბადს, რათა გამოვაფხიზლოთ.

 

16.) Neocortex (ნეოკორტექსი) შეადგენს ტვინის 76%-ს და პასუხისმგებელია მგრძნობელობასა და ენების დამახსოვრებაზე.

 

17.) ტვინს შეუძლია 4-6 წუთი გაძლოს უჟანგბადოდ, შემდეგ უჯრედები კვდება. 5-10 წუთი უჟანგბადობა იწვევს ტვინის სამუდამო ტრამვას.

 

18.) შემდეგში, როდესაც სიცხე გექნებათ, იცოდეთ, რომ სხეულის მაქსიმალური ტემპერატურა 115.7 (+) იყო და ეს ადამიანი გადარჩა.

 

19.) ზედმეტად მაღალი სტრესი ცვლის ტვინის უჯრედებს და ასევე მის ფუნქციას, უარყოფითად.

 

20.) ტესტირებების შედეგად დამტკიცდა, რომ ჰორმონები, რომლებიც სიყვარულის აღსაქმელად / განსაცდელად გამოიყენება ტვინში აუტიზმის განკურნებას დიდ ხელს უწყობს.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები