საკუთარი თავის მოტივირება: 3 ნაბიჯი

Loading...

შენ ისახავ მიზნებს, მაგრამ შემდეგ მოქმედების მაგივრად სახვალიოდ დებ მათ მიღწევას.

შენ ადგენ სიას თუ რა უნდა გააკეთო, მაგრამ შემდეგ არ ასრულებ მას.

ეს კი ხდება კიდევ და კიდევ, მართლაც რაშია პრობლემა? რატომ ვართ ასეთი კარგები ფიქრში და უვარგისები ფიქრების რეალიზებაში?

პრობლემა არის ის რომ, ჩვენ არ ვდგამთ მოქმედების წინა მნიშვნელოვან ნაბიჯს — რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

პროდუქტიულობის სისტემების შეცდომა:

პროდუქტიულობის სისტემები, რომელსაც ფსიქოლოგები თუ ბოლო დროს მომრავლებული ტრენერები გვთავაზობენ, იშვიათად ითვალისწინებენ ემოციებს, მაშინ როდესაც გრძნობები არის ფუნდამენტალური და  გარდაუვალი ნაწილი, რისთვისაც ადამიანები მოქმედებენ.

ადამიანის ტვინი ისე არის მოწყობილი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ემოციების იგნორირება. როცა ფიქრები და გრძნობები ჩვენში ერთმანეთს ებრძვიან, გრძნობები თითქმის ყოველთვის იმარჯვებენ.

ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ჩვენს გრძნობებს ვებრძოლოთ, შედეგად ეს მათ უბრალოდ აძლიერებს.

როცა ექსპერიმენტის მონაწილეებს უთხრეს ცუდი ამბის შესახებ და თან  შეეცადნენ დაემშვიდებინათ, ამ ადამიანებმა უფრო ცუდად იგრძნეს თავი ვიდრე იმათმა, რომელთაც ცუდი ამბავი შეატყობინეს, მაგრამ არ მიუციათ ინსტრუქცია თუ როგორ უნდა ეგრძნოთ თავი.

სხვა კვლევამ აჩვენა, პაციენტები განიცდიდნენ მღელვარებას და მათ გული სწრაფად უცემდათ როცა ისმენდნენ პირდაპირ მეთოდებს განტვირთვასთან დაკავშირებით, ხოლო გაცილებით მშვიდად გრნობდნენ თავს ის პაციენტები, რომლებიც აუდიო ჩანაწერს ისმენდნენ განტვირთვაზე, სადაც პირდაპირ მეთოდებზე არ იყო საუბარი.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ მგლოვიარე ადამაინებმა  დარდი არ უნდა ჩაიხშონ გულში, არამედ უნდა განიკურნონ დროთა განმავლობაში  დარდისგან გასათავისუფლებლად. ემოციების ჩახშობის მცდელობა ასევე წარუმატებლად დასრულდა სექსულურ არენაზე. ადამიანებს რომელთაც დაევალათ ჩაეხშოთ სექსუალური ფიქრები, კანის ელექტრო გამტარობის დეტექტორის მეშვეობით დაფიქსირდა რომ ასეთი ადამინები  უფრო მეტად განიცდიდნენ აღგზნებას, ვიდრე ის ადამაინები, რომელთაც არ დაავალეს მსგავსი ფიქრების ჩახშობა.

და მაინც რას ნიშნავს გრძნობების გარდაუვალი ძალა მოტივაციისთვის?

სვითჩი, ჩიპი და დან ჰელსი თავიანთ წიგნში წერენ, რომ ემოციები ნებისმიერი გეგმის რეალიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

მოახდინეთ ფოკუსირება ემოციებზე. როცა ემოციები არ კმარა ცვლილებების განსახორციელებლად, სასურველია თავად გამოვიწვიოთ ძლიერი გრნობები ჩვენში ან სხვაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს.

ჩვენ გვჭირდება ფიქრი რათა დავგეგმოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გრძნობები რათა ვიმოქმედოთ.

გახდით პოზიტიურები

როდის გადავდებთ ხოლმე საქმეებს სამომავლოდ? — ძირითადად მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვართ.

ანუ, საქმის სამომავლოდ გადადება არის განწყობის მართვის ისეთივე  ტექნიკა, როგორც უზომო ჭამა ან ნარკოტიკების მიღება, ოღონდ მოკლევადიანი. კვლევამ აჩვენა რომ სტუდენტები, რომლებიც საქმეს დროულად არ აკეთებენ და სამომავლოდ გადადებენ, არიან ის სტუდენტები რომელთაც ჰგონიათ, რომ მათი განწყობა შეიცვლება და მალე დაუბრუნდებათ ხალისი, რომელიც მათ პროდუქტიულობას აამაღლებს.

აქვე, კვლევა აჩვენებს რომ ბედნიერების შეგრძნება ზრდის პროდუქტიულობას და ხდის ადამიანს უფრო წარმატებულს.

რას ასწავლიან ჯარში ახალწვეულებს, რათა ისინი მენტალურად გააძლიერონ? — არა, მათ არ ასწავლიან ბრძოლას, არამედ — ოპტიმიზმს. მაგრამ როგორ გავხდეთ ოპტიმისტები, თუკი არ ვგრძნობთ ოპტიმიზმს?

დააკვირდით თქვენს წარმატებებს და იზეიმეთ. Harvard’s Teresa Amabile‘s კვლევამ აჩვენა რომ არაფერი ისე არ ზრდის მოტივაციას, როგორც პროგრესი.

წინსვლის პრინციპი: გამოიყენეთ პატარა წარმატებები სიამოვნების მისაღებად, ჩართულობისა და შემოქმედებითობის  ასამაღლებლად.

ეს არის ნიმუში, რასაც ჩვენ წინსვლის პრინციპს ვუწოდებთ: ყველა დადებითი მოვლენა, რაც შიდა სამსახუროებრივ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, თუნდაც მცირე პროგრესი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებაში; ხოლო ყველა ნეგატიური მოვლენა არის წინაღობა სამსახურში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მენჯმენტის ფუნდამენტალური პრინციპი არის პროგრესის ხელშეწყობა, რაც ყველაზე ეფექტური გზაა მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ დადებითი გავლენა მოახდინონ შიდა სამსახურეობრივ ცხოვრებაზე.

და მაინც რა გვაიძულებს ვიმოქმედოთ?

დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

ჯილდო იწვევს დადებით შეგრძნებებს, ხოლო სასჯელი — უარყოფითს. თუმცა, ორივე იწვევს ემოციას — ემოციას, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ. მოტივაციის 75%-ზე პასუხისმგებელი არის ჯილდო.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თვითმოტივირებისთვის ჯილდო უპირველესია და არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი  გულით იმუშავებს და სამუშაოსგან  მიიღებს კმაყოფილებას.

დააჯილდოვეთ საკუთარი თავი, როცა წარმატებით გაართმევთ თავს გასაკეთებელის სიის რომელიმე პუნქტს. დიახ, ეს მეთოდი გამოიყენება ძაღლების გასაწვრთნელად, მაგრამ წარმატებით მუშაობს ადამაინებზეც.

გიჭირთ ისეთი ჯილდოს მოძებნა, რაც მოქმედებას გაიძულებთ? სცადეთ შემდეგი მეთოდი:

მიეცით თქვენს მეგობარს 10 დოლარი. თუკი დავალებას 5 საათამდე მორჩებით, დაიბრუნეთ თქვენი ფული. თუ არ დაასრულებთ სამუშაოს 5 საათამდე, მაშინ დაკარგავთ ამ 10 დოლარს.

სხვა რით შეიძლება გადაეჩვიოთ საქმის სამომავლოდ გადადებას?

უკვე პოზიტიურად ხართ განწყობილი და აქვეა ჯილდოები ან სხვადასხვა სახის სასჯელები. სხვა რა გჭირდებათ მოტივაციისთვის? რას იტყოდით ბუზღუნზე, კომპლიმენტებსა და დანაშაულის გრნობაზე?

მიიღეთ ზეწოლა სხვებისგან

კვლევამ აჩვენა, რომ ზეწოლა რაიმეს გასაკეთებლად ბავშვებზე უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე უარყოფითად.

შეხედეთ რეალობას თვალებში, თქვენ ჯერ კიდევ დიდი ბავშვი ხართ — უბრალოდ იძულებული ხართ მუდამ ზრდასრულის როლი ითამაშოთ და ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია.

ეცადეთ მუდამ ისეთი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, ვისთან ერთადაც ყოფნა გსიამოვნებთ და ეს გაცილებით დადებით განწყობაზე დაგაყენებთ და მეტი სიამოვნებით გააკეთებთ თქვენს გასაკეთებელ საქმეს.

როცა ადამიანები ისეთი ჯგუფის წევრები ხდებიან, სადაც ცვლილება შესალებელია, იმის პოტენცია რომ რაღაც შეიცვლება უფრო რეალური ხდება.

გრძელვადიანი პროექტის კვლევაში, სადაც 1000-დე ყველა ასაკის ადამიანი მონაწილეობდა , შემდეგი სახის დასკვნას მიიღეს:

ჯგუფები, რომლებთანაც ურთიერთობთ, ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის ადამიანი ხართ. ადამიანები, რომელთაც სურთ ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ჯანსაღ ადამაინებთან ურთიერთობენ. ეს არის ყველაზე ძლიერი და პირდაპირი გზა ცვლილებებისკენ.

მეგობრობაზეც იგივეს ადასტურებს კვლევა. კარლინ ფლორა, ავტორი წიგნისა „მეგობრის გავლენა“, კვლევაზე დაყრდნობით ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში, თქვენ ჭამის იმ მანერას შეიძენთ, ჯანსაღ ჩვევებსა და კარიეულ ამბიციებსაც, რაც თქვენს გარშემომყოფებს აქვთ. თუ ისეთი ადამიანების გარემოცვაში იმყოფებით, ვისაც მაღალი  მიზნები აქვთ საკუთარი თავისთვის, მალე თქვენც მსგავსი სერიოზულობით მიუდგები დიდ მიზნებს.

ჩვენ აღვწერეთ სამივე მეთოდი, რაც თვითმოტივაციაში დაგვეხმარება. უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ სამივე მეთოდს და დავიწყებთ მოქმედებას.

შეჯამება:

შეადგინეთ დღვანდელი საქმეების სია? მშვენიერია, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაზე რაციონალურ ნაწილი დაასრულეთ, შემდეგი ნაბიჯი კი გულისხმობს ემოციებზე მუშაობას.

დაიმუხტეთ დადებითად;

დააჯილდოვეთ საკუთარი თავი;

გქონდეთ რწმენა, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება!

რა არის ერთ-ერთი მთავარი რამ რაც ადამიანებს არ აძლევს საშუალებას იყვნენ უფრო ბედნიერები? ბედნიერება არის ნაწილი იმისა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომაც ეს არის ყველაზე რთული ნაწილი ბედნიერებისკენ სავალ გზაზე.

პირველ რიგში იფიქრეთ თქვენს თავზე, როგორც მოტივირებულ და პროდუქტიულ პიროვნებაზე. კვლევამ აჩვენა: ის თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი საკუთარ კანში, დიდ გავლენას ახდენს წარმატებაზე

მაინც არ გჯერათ რომ უსაქმურობის და საქმის გადადების დემონს თავიდან მოიშორებთ, მაშინ გამოტოვეთ ყველა ნაბიჯი და გადადით პირდაპირ მესამე, თავის იძულების ნაწილზე:

გაუგზავნეთ ეს პოსტი მინიმუმ 2 ადამიანს და დაიწყეთ ერთმანეთისთვის იმის გაზიარება, თუ როგორები ვჩანვართ გარედან.

ეხლა უკვე გაქვთ რაღაც, რაც თქვენსგან დამოუკიდებლად გაკონტროლებთ, თვალს გადევნებთ და მოტივაციას გაძლევთ. ყველაფერი გაცილებით მარტივი და სახალისოა მეგობრებთან ერთად .

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები