სამი ყველაზე ძნელად მოსახიბლი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

Loading...

ვერძი
ვერძ ქალს თუ თავიდანვე არ მოეწონეთ, დარწმუნებული იყავით, რომ არც არასოდეს მოეწონებით. იგი მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია და ყოველთვის თავად ირჩევს სასურველ პარტნიორს და უფრო მეტიც, თვითონვე ცდილობს მამაკაცის მოხიბვლას. ერთადერთი გამოსავალი ქალი ვერძის ხელში ჩასაგდებად, მის მიმართ აბსოლუტური გულგრილობაა. იგი თავად დაგიწყებთ უკან დევნას.


კურო
ქალი კურო დინჯი, ჯიუტი და პრაგმატული არსებაა. იგი განსაკუთრებულად ფრთხილია პარტნიორის არჩევისას, რის გამოც, მამაკაცს მისი გულის მოსაგებად მსუბუქი ფლირტი და კვიმატი ენა ვერაფერს უშველის. კურო ქალის გულის მოსაგებად საკითხს სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ, მაგრამ თუ მას არ მოსწონს თქვენი გარეგნობა, შესაძლოა, ყველა თქვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდეს. ნურც მის ნებისყოფაში დაეჭვდებით. ქალ კუროს ბევრ მამაკაცზე ძლიერი ნებისყოფა აქვს.


თხის რქა
ქალი თხის რქა თუ მოგეწონათ, დარწმუნებული იყავით, რომ მისი ერთი შეხედვით ცივი, მოზომილი და საქმიანი იერის უკან “თოვლის დედოფალი” იმალება. იმისათვის, რომ ქალ თხის რქას მამაკაცი მოეწონოს, მხოლოდ გარეგნობა არ არის საკმარისი. მისთვის მამაკაცში გარეგნობასთან ერთად არანაკლებ ფასობს მენტალობა, წარმომავლობა, სოციალური სტატუსი, პროფესიული მიღწევები. მას სჭირდება კაცი, რომლითაც იამაყებს.

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები