საჭმელი სოდა აჩერებს თმის ცვენას და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას

Loading...

არავისთვის არის უცხო, რომ საჭმელი სოდა ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა. იგი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. გარდა ამისა, დიასახლისებისთვის შეუცვლელი ნივთიერებაა ცხიმებთან და სხვა ჭუჭყიან ნივთებთან საბრძოლველად.

თუმცა, გიფიქრიათ იმაზე, რა მოხდება თუ სოდას თმაზე წავისვამთ? – თქვენ თუ არა, სხვამ იფიქრა და გასაოცარი შედეგი მიიღო. როგორც გამოცდილებამ აჩვენა სოდა ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებით მოირჩევა ჩვენი თმისთვის. მაგალითად, სოდამ თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს თქვენი ყოველდღიური შამპუნი. დიახ, იგი საუკეთესო ბუნებრივი გამწმენდი საშუალებაა, რომელიც არ დააზიანებს თქვენს თმას, განსხვავებით ქიმიური ნივთიერებებისგან.

როგორ მოვამზადოთ ჯადოსნური ნარევი?
  1. აიღეთ 50 გრ სოდა და 150 გრ წყალი. კარგად აურიეთ პატარა ბოთლში.
  2. თუ გრძელი თმა გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ მეტი მოცულობის ნარევი დაგჭირდებათ.
  3. ნარევი შეგიძლიათ როგორც მშრალ, ასევე სველ თმაზეც შეიზილოთ. დაიწყეთ თმის ძირებიდან და გაყევით ბოლომდე.
  4. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გთავაზობთ სოდის არაჩვეულებრივ თვისებებს თმასთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე არ იცოდით:
  • საჭმელი სოდა აცილებს შამპუნის და სხვა ნივთიერებების ნარჩენებს თმიდან
    დაბანის შემდეგ გადაივლეთ სოდის შამპუნი თმაზე და კარგად ჩამოიბანეთ. აღნიშნული ნარევი მოაცილებს თმას შამპუნის და სხვა ნივთიერებების ნარჩენებს და გააჯანსაღებს თმას.
  • სოდა აცილებს ქლორს
    თუ რეგულარული მოცურავე ხართ გეცოდინებათ, რომ ქლორიანი წყალი აზიანებს თმის ზედაპირს და მსხვრევადს ხდის მას. რაც თავის მხრივ, მის ცვენას იწვევს. სოდის დახმარებით, თმას და თავის კანს ადვილად მოაცილებთ ქლორს.
  • ხელს უწყობს თმის ზრდას
    ჯანსაღი თმა ჩვეულებრივზე სწრაფად იზრდება. სოდის დახმარებით, თმას გაწმინდავთ, გააჯანსაღებთ, და შესაბამისად, ისიც სწრაფად გაიზრდება.

 

loading...

მსგავსი სტატიები