სიყვარულის ხუთი სტადია

preview-7033760-650x341-98-1475763114
Loading...

ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დაიმონდმა 40 წლიანი კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ადამიანები ნამდვილ სიყვარულს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ პოულობენ. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ხშირად ვერ ვახერხებთ საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას მთელი ცხოვრების მანძილზე. ჯედ დაიმონდის თქმით, სიყვარულს ხუთი სტადია აქვს, რომლიდანაც ყველაზე კრიზისული მესამეა. ეს სტადიებია:

 

1

შეყვარება არის საფეხური, როდესაც ბედნიერების ღრუბლებში დაფრინავ. ეს ის დროა, როდესაც ყველა ოცნებასა თუ მიზანს შენს პარტნიორს უკავშირებ. პარტნიორი ადამიანის იდეალი ხდება შენთვის. ამ დროს ჭეშმარიტი სიყვარულის გწამს და ვერცერთ სკეპტიკურ მოსაზრებას შეუძლია შენი ოცნებებისა და ზრახვების შეჩერება.

2

ამ საფეხურზე, სიყვარული უფრო ძლიერდება. პარტნიორებს ერთმანეთი კარგად ჰყავთ შესწავლილი. ეს ერთიანობისა და ბედნიერების დროა. რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ იბადება სიყვარულის ნაყოფიც – ბავშვი, რაც უფრო ამტკიცებს წყვილს შორის ურთიერთობას. ამ დროს თავს დაცულად გრძნობ და გგონია, რომ შენ სწორედ “ის” გყავს.

3

ეს არის პერიოდი, როდესაც იწყება იმედების გაცრუება. ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ შესაძლოა მისი გრძნობები ნელ-ნელა იფანტება. გრძნობ, რომ ხშირად პარტნიორის ხასიათი და თვისებები გაღიზიანებს. ფიქრობ, შეიძლება არასწორი არჩევანი გააკეთე.

4

სიყვარულის ამ ეტაპზე ადამიანი თავისუფლდება იმ ილუზიებისგან, რომელიც მესამე ეტაპისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანის გონება იწმინდება ამ ილუზიებისგან.

5

ამ ეტაპზე იცი, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია და პარტნიორთან გრძელვადიანი ურთიერთობა გაკავშირებს. ფიქრობ, რომ თქვენ ორს გაქვთ ძალა, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ამ ეტაპზე 100 %-ით ხარ დარწმუნებული, რომ ის ნამდვილად “საშენო” ადამიანია.

 

 

 

loading...

მსგავსი სტატიები