სტივ ჯობსი: სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია

2015072220353370485
Loading...
„შევძელი და მსოფლიო ბიზნესის სიმაღლეები დავიპყარი. ბევრი თვლის, რომ ჩემი ცხოვრება წარმატების მაგალითია. ვაღიარებ, რომ სამუშაოს გარდა, მნიშვნელოვანი წარმატებები არ მქონია. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ მივეჩვიე”

ასე აფასებს კომპანია “apple-ს” დამფუძნებელი სტივ ჯობსი თავის განვლილ ცხოვრებას.  კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი 2011 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ჯობსმა საავადმყოფოში ყოფნისას ეს ჩანაწერი გააკეთა:

“ახლა ვწევარ საავადმყოფოს პალატაში და ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას. სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგა. როდესაც სიბნელში მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატიდან მოდის, მესმის მექანიკის ხმა, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. როდესაც გვაქვს საკმარისი ფული, დროა დავფიქრდეთ სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა იყოს პრიორიტეტული. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს არის ურთიერთობები, ხელოვნება ან ბავშვური ოცნებები. მუდმივი სწრაფვა იდეალურისკენ ადამიანს მარიონეტად აქცევს. მეც ეს დამემართა. ღმერთმა მოგვცა გრძნობის უნარი, რათა ახლობლებს სიყვარული ვაგრძნობინოთ და არა იმისთვის, რომ სიმდიდრეზე შევიქმნათ ილუზიები. სიმდიდრე, რომელიც მე მოვიპოვე, თან ვერ მიმაქვს. ერთადერთი, რასაც წავიღებ, სიყვარულის გამომხატველი მოგონებებია. აი, ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც სულ თან უნდა გდევდეთ და გაძლევდეთ ძალას, არ შეაჩეროთ წინსვლა. სიყვარულს უზარმაზარი მანძილის გადალახვა შეუძლია. სიცოცხლეს არ აქვს საზღვარი. დაიპყარით სიმაღლეები, რომელთა დაპყრობაც გსურთ. წადით იქ, სადაც გინდათ, ვისთან ერთადაც გინდათ და როგორც გინდათ – ყველაფერი ხომ თქვენს ხელსა და გულშია. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ადამიანი, რომელიც გამოიმუშავებს თანხას თქვენთვის. ადამიანი, რომელიც იზრუნებს თქვენზე, გაგიწევთ მძღოლობას, მოგივლით, მაგრამ თქვენ ვერ დაიქირავებთ ადამიანს, რომელიც თქვენს ტკივილს ატარებს. მატერიალური საგნები, რომელებსაც ვკარგავთ, შესაძლოა ისევ ვიპოვოთ. არსებობს მხოლოდ ერთადერთი რამ, მისი დაკარგვის შემთხვევაში ვეღარ ვიპოვით. მას ჰქვია – სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ, ყველას ელის დღე, როდესაც მისი ყველა ღუზა ზღვაში ჩაეშვება. თქვენი სიმდიდრე – ეს სიყვარულია ოჯახისადმი, ახლობლებისადმი, მეგობრებისადმი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე”.

loading...

მსგავსი სტატიები