ტოტალურად უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

Loading...

როგორ გგონიათ, რა არის იღბალი? პლანეტების კეთილგანწყობა თქვენი დაბადების მომენტში, თუ საკუთარი ბედის საკუთარი ხელით გამოჭედვის უნარი და ხელოვნება? ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც რთულია თავი დააღწიოს პესიმისტურ განწყობას. ამიტომ ზუსტად ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის ვხვდებით ხალხს, ვისაც ტოტალურად არ უმართლებს ცხოვრებაში. თუმცაღა, ამის მიზეზი არა პლანეტები, არამედ მათივე დამოკიდებულებაა ცხოვრების მიმართ. შესაბამისად, თუ ისე მოხდა, რომ თქვენც ამ ქვემოთ მოყვანილ “ოქროს სამეულში” იპოვეთ საკუთარი თავი იქნებ დაფიქრდეთ, იქნებ დროა, შინაგანი დამოკიდებულება შეიცვალოთ, თქვენ გარშემო არსებული რეალობის შესაცვლელად.

კირჩხიბი – მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანს აიძულებს, დიდ ასაკშიც კი მიჯაჭვული იყოს დედასა და ოჯახზე. ამიტომ ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, კირჩხიბებს ყველაზე მეტად უძნელდებათ “გაზრდა” და არსებული რეალობისთვის თვალის გასწორება. ისინი წინააღმდეგი არ არიან, ნებისმიერი ცხოვრებისეული ტვირთვი ვინმე სხვამ აიღოს მათ მაგივრად თავის თავზე. თუმცა, ასე რომ არ ხდება გამოსავალს წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებაში ხედავენ ხოლმე. ბევრი მათგანი კი არცთუ იშვიათად ალკოჰოლსაც “უმეგობრდება”.

თხის რქა – პესიმიზმისკენ მიდრეკილებას თხის რქას, მისი მმართველი პლანეტა სატურნი უძღვნის “საჩუქრად”, რომელიც თავის მხრივ შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტად ითვლება ასტროლოგიაში. წარუმატებლობის შიში ან მცირეოდენი მარცხი, ბევრ თხის რქას წინსვლის სურვილს საერთოდ უკარგავს ცხოვრებაში. ამ ადამიანების დიდ ნაწილს საკმაოდ დაბალი თვითშეფასება აქვს და მიაჩნიათ, რომ მათზე უკეთესი ვიღაც ყოველთვის მოიძებნება. ისინი იშვიათად უყურებენ ოპტიმიზმით ხვალინდელ დღეს და ხშირად სამყარო მათთვის მხოლოდ შავ-თეთრია.

თევზები – პლანეტა ნეპტუნი, რომელიც თევზების ზოდიაქოს მართავს ქაოსის, მელანქოლიისა და დეპრესიის “მეფეა”. ამიტომაც არის, რომ თევზების დიდი ნაწილი მიდრეკილია გაექცეს არსებულ რეალობას და თავი ალკოჰოლს, ნარკოტიკს ან თვითილუზიას შეაფაროს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად ელიან ვინმე უფრო ძლიერს, ვინც მათ მაგივრად ითავებს მათივე ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებას. თუმცა, ასე იშვიათად ხდება და თევზები არჩევენ დინებას მიჰყვენ, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლა გამოუცხადონ საკუთარ ინერტულობას.

წყარო – astrologi.ge

loading...

მსგავსი სტატიები