ფრაზები ფილმებიდან

maincoverviewc
Loading...

„შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობ!”
– მოდილიანი

“რთულია გაიხედო უკან და დაინახო სიმართლე იმ ადამიანების შესახებ,რომლებიც გიყვარს.”
– ამერიკული ისტორია X

“ბედნიერებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მისი გაზიარება შეგიძლია!”
– Into The Wild / ველურ გარემოში

“ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება ფულით, რომელიც არ გვაქვს, რომ შთაბეჭდილება მოვახდინოთ ხალხზე, რომლებიც არ მოგვწონს”
– მებრძოლთა კლუბი

“სიყვარული შეიძლება წელიწადის დროსავით გაქრეს, მეგობრობა კი მარადმწვანეა.”
– ჭორიკანა / GossipGirl

“სიამოვნება სირცხვილი არ არის. ადამიანს უბრალოდ უნდა რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ საზოგადოებას უნდა რომ ის იყოს კარგი, და როცა ის კარგია, ის იშვიათადაა ბედნიერი. მაგრამ როდესაც ის ბედნიერია, ის ყოველთვის კარგია.”
– დორიან გრეის პორტრეტი

“რაც უნდათ ის ილაპარაკონ, მაგრამ სიტყვებს და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ.”
– მკვდარი პოეტების საზოგადოება

“ცხოვრება – ეს ტანგოა, სადაც მთავარი მოძრაობაა.
თუ გაჩერდები – შეწყდება ცეკვა, თუ გაჩერდები – შეწყდება სიცოცხლე.”
– ქალის სურნელი

“არასოდეს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლებს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!”
– ბედნიერების კვალდაკვალ

loading...

მსგავსი სტატიები