ფსიქოლოგებმა ახსნეს თუ რატომ ჰყავს ინტელიგენტ ადამიანს ცოტა მეგობარი

Loading...

ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება მეგობრები და მათთან კომუნიკაციას ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა მეცნიერები რა მეცნიერები იქნებოდნენ, რომ არ ჩაეტარებინათ კვლევა ამ თემაზე. კვლევის მთავარი კითხვა იყო “ნამდვილად გვჭირდება კომუნიკაცია, რომ თავი ბედნიერად და კმაყოფილად ვიგრძნოთ?” კვლევაში  15,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკი 28-28 წელი იყო. კვლევის მონაწილეები სხვადასხვა სიმჭიდროვით დასახლებული ადგილებიდან იყვნენ, ასევე განსხვავდებოდა მათი მეგობრებთან კომუნიკაციის სიხშირე.

კვლევის შედეგები ერთ-ერთმა ბრიტანულმა ფსიქოლოგიურმა ჟურნლმა გამოაქვეყნა. გთავაზობთ ამ კვლევის მოკლე მიმოხილვას.

სამი ძირითადი დასკვნა კვლევიდან

კვლევის შედეგად მეცნიერები მივიდნენ შემდეგ დაკვნამდე:

  • ნაკლები სიმჭიდროვით დასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა ნაკლებად ბედნიერია
  • ბედნიერებისთვის თითოეულ ჩვენგანს სჭირდება მეგობრებთან, ახლობლებთან კონტაქტი და კომუნიკაცია. რაც უფრო მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, მით უფრო მაღალია ჩვენი ბედნიერების ინდექსი.
  • მაღალი ინტელიგენციის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან ბედნიერების ნაკლებობას.

ინტელექტუალები თავს ნაკლებად კმაყოფილად და ბედნიერად გრძნობენ, როდესაც ისინი სოციალურად ძალიან აქტიურები არიან. ისინი არ არიან ბედნიერები მათი როლით საზოგადოებაში.

 

 მაღალი ინტელიგენციის მქონე ადამიანებს მეგობრების ძალიან მცირე წრე აქვთ

ინტელიგენტების ტვინი “საკუთარი გზით მიდის”და ეს ქმნის სიძნელეებს ადამიანებთან კომუნიკაციაში.

 დიახ, რთულია იყო ინტელიგენტი. ასეთ ადამიანებს საკუთარი სამყარო აქვთ მოწყობილი

ასეთი ადამიანებისთვის სოციალური აქტივობა აუცილებელი ბოროტება უფროა, ვიდრე ცხოვრების არსი. გენიოსები ძირითადად მარტოსულები არიან და უჭირთ მათი გაგება და მიღება.

ინტელიგენტი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანი რაღაცეების მიმართ უფრო ენთუზიასტები არიან, ვიდრე კომუნიკაციის მიმართ

ფსიქოლოგების აზრით, ინტელიგენტები მათი დროის უმეტესს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე ხარჯავენ. ისინი ბედნიერებას პოულობენ ისეთ აქტივობებში, რომლებიც შედეგიანია.

 

 

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები