ყურადღებით იყავით, თუ ხორცის ხარშვისას დიდი რაოდენობით ქაფი ჩნდება

Loading...

როგორც წესი ხორცს ცივ წყალს ვასხამთ და წამოდუღებისთანავე ვხდით ქაფს. წვნიანის ზედაპირზე დაგროვილი ქაფი აჭრილი ცილებია.

ცივ წყალში თბობისას გახსნილი ცილები და მინერალური მარილები წყალში გადაინაცვლებს, ხოლო ხორცის ადუღებულ წყალში ჩადების შემთხვევაში ეს ნივთიერებები ხორცში რჩება.

თუ გსურთ ხორციანი წვნიანი გემრიელი გამოვიდეს, ხორცის ხარშვა ცივი წყლით დაიწყეთ.

ნუ იჩქარებთ ქაფის მოხდას, რადგან მასში წვნიანისთვის სასარგებლო ნივთიერებებია. თუ ხარშვისას ერთ თავ ხახვს ჩააგდებთ, წვნიანის ზედაპირზე ქაფი აღარ ამოვა.

ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ქაფი შეიძლება იყოს თეთრი (ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში) ან მუქი ფერის. მუქი

ფერის ქაფი სისხლია და ღირს თუ არა მისი მოხდა, თქვენი გადასაწყვეტია.

კიდევ რამდენიმე ხრიკი გემრიელი წვნიანის მოსამზადებლად:

1. თუ წვნიანი შემთხვევით გადაამლაშეთ, ჩაუშვით წვნიანში, დოლბანდში გახვეული მუჭა ბრინჯი.

2. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თუ ხორცს მაღალ ცეცხლზე ხარშავთ – ის უფრო გემრიელი იქნება, ვიდრე წვენი, ხოლო დაბალ ცეცხლზე ხარშვის შემთხვევაში – წვენი უფრო გემრიელი გამოვა.

3. ხორციან წვნიანს მარილი მის მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე უნდა დაუმატოთ, თევზის წვნიანს – ხარშვის დაწყებისას, სოკოს წვნიანს კი მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

4. თუ წვნიანის ქაფი ფსკერზე ჩავიდა, აუცილებლად უნდა დაუმატოთ 1 ჭიქა ცივი წყალი, ხოლო როცა ქაფი ზედაპირზე ამოვა, უნდა მოხადოთ.

5. გახსოვდეთ, რომ ცივი წყალი წვნიანის გემოს აუარესებს, ცხელი კი – არა.

6. ხახვის კანით წვნიანის შეღებვა, მის სარგებლიანობას ზრდის.

7. ხორციანი წვნიანის გემო უმჯობესდება, თუ მომზადების ბოლოს, დანაყილ ნიორს დაუმატებთ.

8. წვნიანის მომზადების შემდეგ, დაფნის ფოთლები უნდა ამოიღოთ.

9. ვიდრე თევზის წვნიანს გადაწურავთ, 20 წუთს უნდა გააჩეროთ.

10. თუ წვენს მოხალულ ფქვილს დაუმატებთ, შესქელდება და C ვიტამინიც შენარჩუნდება.

© reitingi.ge

loading...

მსგავსი სტატიები