შეწყვიტეთ ოთახში სველი სარეცხის გაშრობა – სტატია, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა წაიკითხოს

Loading...

დადგა წვიმიანი ამინდების სეზონი. აივანზე სველი სარეცხის გაშრობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ დიასახლისები ოთახის საშრობს იყენებენ სარეცხის გასაშრობად. შედეგი კი კარგია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ჩვენი და ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის? ღირს კი საფრთხის შექმნა მშრალი ტანსაცმლის სანაცვლოდ?

კვლევებმა აჩვენა, რომ ოთახში სარეცხის გაშრობისას, ტენიანობა 30%_ით იმატებს, რაც იდეალური გარემოა ფილტვის სოკოს გამრავლებისთვის. აორთქლებული ჰაერის შესუნთქვით კი, დიდია იმის ალბათობა, რომ სოკო ჩვენს ფილტვებში მოხვდეს.

Craig Macer-ი სამი შვილის მამაა, რომელსაც დაუდგინდა ფილტვის ასპერგილოზის დიაგნოზი.(ასპერგილოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ობის სოკოს განსაზღვრული სახეობა იწვევს. დაავადება, რომელიც ასპერგილათი ინფიცირების შედეგად ვითარდება, ჩვეულებრივ, სასუნთქ სისტემას აზიანებს, თუმცა სიმპტომები და მდგომარეობის სიმძიმე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.) დაავადებას სოკო Aspergillus-ი იწვევს, რომელიც სწორედ რომ სარეცხის შრობის შედეგად ხვდება ჩვენს ორგანიზმში. გრეიგმა ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღო ანტიმიკრობული პრეპარატები, შეწყვიტა სახლში სარეცხის შრობა და ერთ წელიწადში სრულიად განიკურნა.

აივ ვირუსისა და აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებში, ასევე ქიმიო თერაპიის შემდეგ პერიოდში უფრო დიდია ალბათობა ფილტვის ასპერგილოზის განვითარებისა, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება, ამიტომ სველი სარეცხი ყოველთვის გააშრეთ აივანზე ან ქუჩაში.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები