ცნობილი მწერლების უცნაური ჩვევები

Loading...

ყველას გვაქვს ჩვევები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების და მოქმედებების განუყოფელი ნაწილია. ზოგი დილას კოფეინით იწყებს, მათთვის საუკეთესო საშუალებაა გაღვიძებისთვის. ზოგი კი პირიქით, ძილის წინ მიირთმევს და შემდეგ მშვიდად იძინებს.
ჩვეულებრივ ადამიანებს ჩვეულებრივი უცნაურობები გვაქვს, შემოქმედ ადამიანებს კი ბევრი უცნაურობა ახასიათებთ. ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ცნობილი მწერლების მეტად უცნაური ჩვევები, რომელთა გარეშეც მსოფლიო ლიტერატურას ვერ დაუტოვებდნენ თავიანთ გენიალურ ნაწარმოებებს. მაგალითად, ტრუმენ კაპოტეს, ინგლისელ მწერალს და ჟურნალისტს წერის მუზა მხოლოდ მწოლიარე პოზაში შეეძლო, ერთ ხელში ყავის ფინჯნით, ხოლო მეორეში _ სიგარეტით.


იუდორა უელტი, ამერიკელი მწერალი და ფოტოგრაფი, გრაგნილზე წერდა. მოსწონდა, როცა ოთახში გაშლილი გრაგნილები აქეთ-იქეთ იყო მიმოფანტული და ნებისმიერ დროს შეეძლო სასურველი მონაკვეთის ამოკითხვა გადაფურცვლის გარეშე.


ერნესტ ჰემინგუეი დღეში მხოლოდ 500 სიტყვას წერდა, ისიც დილით ადრე.


ჯონ ჩივერი საცვლების ამარა წერდა. ფიქრობდა, რომ რაც უფრო თავისუფლად იქნებოდა წერის პროცესში, უკეთესი ნაწარმოებები გამოუვიდოდა.


ფლენერ ო’კონორი დღეში მხოლოდ 2 საათს უთმობდა წერას. იგი იმდენად ეფლობოდა საყვარელ საქმეში, რომ ვერავინ ბედავდა შეეწუხებინა და ხელი შეეშალა.


ფრენსინ პროსე წერის დროს თავისი ქმრის წითელ სვიტერს და შავ შარვალს იცვამს.


ვლადიმირ ნაბოკოვის თითქმის ყველა ნაწარმოები პატარა 3X5 ინჩის ზომის ქაღალდებზეა დაწერილი. მწერალი ფიქრობდა, რომ პატარა ზომის ქაღალდებზე მუშაობა მეტად პრაქტიკული იყო.


თომას ვოლფი დღეში მხოლოდ 10 გვერდს წერდა. იგი საბეჭდ მანქანას იყენებდა, რომელიც ერთ გვერდზე მხოლოდ 80 სიტყვას ბეჭდავდა, შესაბამისად, ვოლფის დღიური ლიმიტი 800 სიტყვა იყო.


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტრუმენ კაპოტე მწოლიარე მდგომარეობაში, ერთ ხელში ყავით, ხოლო მეორეში _ სიგარეტით წერდა.


უილიამ ფოლკნერი წერის დროს ვისკის სვამდა. ყველაფერი შერვუდ ანდერსონთან შეხვედრით დაიწყო, როცა ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და 1-2 საათი შეუჩერებლად სვამდნენ ერთერთ ბარში. სწორედ ანდერსონმა მოახდინა ფოლკნერზე გავლენა და დააწყებინა წერა.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები