წარმოუდგენლად მარტივი 12 საიდუმლო ბედნიერი ურთიერთობისთვის

Loading...

პარტნიორები, რომლებმაც წარმატებული ურთიერთობის გასაღები აღმოაჩინეს, გვანან ღვინოს – რაც დრო გადის, მათი სიყვარული უფრო ძლიერდება და ყოველი დღე ემოციებით აღსავსე ახალ დღეს ჰგავს.

 გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლოს, რომელიც თქვენს ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის:

იყავი პატიოსანი
იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ
01

ყველას გვსურს გავხდეთ უკეთესები. ხშირად ვივიწყებთ ჩვენს შეცდომებს და უსიამოვნო ამბებს. თუმცა, არაა საჭირო ვცდილობდეთ გავხდეთ უკეთესები. უბრალოდ, იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ. ბევრი ჩვენგანი ნიღბის მიმართ იმალება, გვეშინია ვაჩვენოთ რეალური სახე. პირველ რიგში, ეს არის დამღლელი. მეორე, ეს ვერ მოგვიტანს პატიოსან და გაურთულებელ ურთიერთობას.

იყავი პოზიტიური
02

მხიარულ ადამიანები სხვებსაც ჰგვრიან  ბედნიერებასა და პოზიტიური ემოციებს. ყველას სურს ასეთი ადამიანების წრეში ყოფნა. საპირისპიროდ, ოპტიმისტი, წუწუნა, მუდამ მოღუშული ადამინი მხოლოდ ნეგატივს “ასხივებს”. თითქმის შეუძლებელია ასეთ ადამიანთან კარგი ურთიერთობის აწყობა.

ერთმანეთს დაუჭირეთ მხარი
03

ყველა ადამიანს აქვს ცუდი დღეები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს ჩვენი მხარდაჭერა ვაგრძნობინოთ. აჩვენეთ, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ. ეს სულაც არაა რთული. ასევე, გაამახვილეთ ყურადღება, თუ რა სურს და სჭირდება თქვენს მეორე ნახევარს.

გამოხატეთ სიყვარული
04

ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხშირად ეუბნებით პარტნიორს თუ რამდენად აფასებთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის აკეთებს.

 მიეცით ერთმანეთს დრო
05

არ შეუშალოთ ხელი პარტნიორს დაკავდეს საყვარელი საქმიანობით. თქვენ შეგიყვარდათ ის ზუსტად ისეთი, როგორიც არის. არ მოსთხოვოთ მას შეიცვალოს ინტერესები. დააფასეთ მისი ინტერესები და მისწრაფებები.

პატივი ეცით ერთმაენთს
06

 ერთმანეთის პატივისცემას მოაქვს ნდობა. პატივი ეცით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს.

არ იეჭვიანოთ
07

ეცადეთ, არ იყოთ ეჭვიანი. ამით თქვენ აჩვენებთ  შიშს, რომ მას დაკარგავთ.

არ ეცადოთ ერთმანეთის შეცვლას
08

გიყვარდეთ და მიიღეთ ერთმანეთი ისეთები, როგორიც ხართ. მიიღეთ ერთმანეთის დადებითი და ურყოფითი თვისებები.

შექმენით ისტორიები ერთად
09

 ამაზე უკეთ ვერაფერი ვერ დაგაახლოვებთ.

აქციეთ თქვენი ცხოვრება ზღაპრად
10

გააოცეთ თვენი პარტნიორი პატარა სურპრიზებით. შეეცადეთ, შეიტანოთ სიახლე თქვენს ურთიერთობაში

გაატარეთ დრო თქვენს მეორე ნახევართან
11

სამსახურთან ერთად ისწავლეთ დროის დათმობა პარტნიორისთვის.

იოცნებეთ ერთად
12

დასახეთ მიზნები ერთად. განსაზღვრეთ, რას გინდათ მიაღწიოთ 5, 10, 20 წელიწადში.

გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები